Politico – 13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება

13 აგვისტოს ევროპელი ლიდერების, დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით საგანგებო ვირტუალური სამიტი გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politicoს ცნობით, ალასკაზე, -ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მოწვევით ონლაინ ფორმატში უმაღლესი დონის საგანგებო სამიტი გაიმართება.
გერმანიის მთავრობის პრესსპიკერის განცხადებით, ლიდერები რუსეთზე ზეწოლის ვარიანტების, რუსეთის მიერ დაკავებული უკრაინული ტერიტორიების, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისა და პოტენციური სამშვიდობო მოლაპარაკებების საკითხებს განიხილავენ.
დღის განმავლობაში ორი ვირტუალური შეხვედრა გაიმართება.
პირველ შეხვედრაში, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 საათზე დაიწყება, მონაწილეობას ფინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიისა და პოლონეთის ლიდერები, ასევე, ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, უკრაინის პრეზიდენტი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე მიიღებენ.
მეორე შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე დაიწყება და ევროპელ ლიდერებს, ვოლოდიმირ ზელენსკის, -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს შორის შედგება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანკა კალატოზიშვილი: კაცი აცაბაცა [უცნობი] აუცილებლად უნდა მოვიდეს სასამართლოში და მათივე ახალი კანონით აქეთ დამიმტკიცოს ის ცილისწამება, რომელიც მე ძალიან დიდ მორალურ ზიანს მაყენებს (ვიდეო)

ნიკოლოზ ალავიძე: გადაწყვეტილება პოპულიზმის ნაწილია, იმ კატეგორიის ადამიანების გულის მოსაგებად, ვისთვისაც გამაღიზიანებელია უცხოელების დასაქმება – აუცილებლად შექმნის დეფიციტს და მყისიერად გამოიწვევს ფასების მცირე ზრდას