Politico – ჯო ბაიდენმა 895 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 895 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico თეთრ სახლზე დაყრდნობით ავრცელებს.
-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის საბოლოო აქტი, რომელიც აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, სადავო კულტურულ საკითხებს არ შეიცავს, როგორიც აბორტთან დაკავშირებული სხვადასხვა ზომები და პენტაგონის მიერ შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში განსხვავებულობის ხელშეწყობაა.
ამასთან, აშშ-ის წარმომადგენლთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის მოთხოვნით, ბიუჯეტის კანონპროექტში შეტანილი დებულება შეიარაღებული ძალების Tricare ჯანდაცვის სისტემის მიერ გენდერული დისფორიის მკურნალობას კრძალავს.
თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აღნიშნული დებულება გააკრიტიკა.
„ეს ნაწილი ძირს უთხრის ჩვენი შეიარაღებული ძალების უნარს, მისი შემადგენლობა დააკომპლექტოს და შეინარჩუნოს მსოფლიოში საუკეთესო მებრძოლი ძალით, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეების ათასობით შვილის ჯანმრთელობის დაზღვევაზე უარის თქმის გზით. ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნასა და ოჯახის ჯანმრთელობის დაზღვევაზე ხელმისაწვდომობას შორის არჩევანის გაკეთება არცერთ სამხედრო მოსამსახურეს არ უნდა მოუწიოს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი თავდაცვის დეპარტამენტისთვის 850 მილიარდს და ბირთვული იარაღის პროგრამებისთვის 33,5 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი გახარია – მანდატების შეწყვეტა თქვენი გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ცდებით, გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები და საქმეზე გადავიდეთ – იმედია მიკროფონს არ გამითიშავთ

თეა წულუკიანი გიორგი გახარიას – აგერ არის „One way ticket“, მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? – რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?