Politico: ჩინეთის დელეგაციამ შვეიცარიაში ზელენსკისთან შეხვედრაზე უარი თქვა

ჩინეთმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრ ლი ციანგისა და უკრაინის პრეზიდენტის ს შვეიცარიაში შეხვედრაზე, – ამის შესახებ Politico წერს.

„ჩინეთის დელეგაციას შვეიცარიაში ჰქონდა უამრავი შესაძლებლობა, დამჯდარიყო უკრაინელი კოლეგების პირისპირ, იქნებოდა ეს ბერნში თუ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დავოსში. ნებისმიერი შეხვედრა დააკმაყოფილებდა ს დიდი ხნის იმედს, გამართულიყო გულწრფელი პირადი დისკუსიები პეკინის მაღალჩინოსნებთან“, – აღნიშნავს გამოცემა.

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა განაცხადა, რომ ძალზე მნიშვნელოვანია ჩინეთისთვის შეუერთდეს სამშვიდობო მოლაპარაკებებს.

როგორც მედია წერს, საბოლოო ჯამში, მ ვერ მიაღწია პროგრესს ჩინეთთან და ზელენსკიმ და ლიმ ვერ ისაუბრეს.

ასევე დაგაინტერესებთ

აკაკი ბობოხიძე – ჩემი ინფორმაციით, „ოცნების“ „ობშიაკში“ რამდენიმემ უკვე მიიტანა ფული და მათ წინააღმდეგ აღარ არის პრობლემები, ასეთია, მაგალითად, კახა კალაძე, საპატრიარქო კი „პოლიტიკაში არჩარევის“ სახელით მხარს უჭერს ხელისუფლებას

გიორგი შარაშიძე ლევან სანიკიძის განცხადებაზე – ეპიცენტრიც თავად იყვნენ და ოპოზიციამაც იტრიალოს მათ გარშემო, ან არ იტრიალოს, ჩვენი ინტერესის საგანი არ არის – „ნაციონალური მოძრაობა“ და ნებისმიერი მათი განაყოფი „წითელი ხაზია“