Politico – უკრაინაში ომი წლის ბოლომდე ჩიხში დარჩება

უკრაინული ძალები ამერიკული და ევროპული იარაღით გაძლიერდა და ფრონტზე სიტუაცია გაათანაბრა, თუმცა ფრონტზე სიტუაცია ჩიხს უახლოვდება, – ამის შესახებ Politico-ს სტატიაშია აღნიშნული.
გამოცემა ნატო-ს მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის შეფასებით, ზამთარში ს უპირატესობა არტილერიის კუთხით 20-1 იყო რუსეთის სასარგებლოდ, დღეს კი 5:1-მდე შემცირდა.
„ამ კვირაში გამართულმა ნატო-ს სამიტმა შექმნა ალიანსის ახალი სარდლობა გერმანიაში, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ში იარაღის ნაკადს და უზრუნველყოფს დაპირებული იარაღის უფრო სწრაფ მიწოდებას. ალიანსი ასევე განათავსებს ელჩს კიევში, რაც ქვეყანას ნატო-ს ქოლგის ქვეშ მიაახლოებს, თუნდაც ოფიციალური წევრობის გარეშე“, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემა წერს, რომ ჩეხეთის ინიციატივამ, რომელიც ევროკავშირის ქვეყნების მიერ მესამე ქვეყნებიდან საარტილერიო საბრძოლო მასალის შესყიდვის დაფინანსებას ითვალისწინებს, ასევე ნაყოფი გამოიღო : ყოველთვიურად 50 000 ჭურვი ჩამოდის და წლის ბოლომდე მოსალოდნელია, დაახლოებით, 500 000 ჭურვი.
„უკრაინა გააგრძელებს დასავლეთისგან იმ მარაგებისა და იარაღის მიღებას, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება. ვფიქრობ, მათ მოახერხეს ფრონტის სტაბილიზაცია, მაგრამ, ცხადია, ომი ამ წლის ბოლომდე ჩიხში დარჩება – სწორედ ამას ველით“,- აღნიშნა ნატო-ს ერთ-ერთმა დიპლომატმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – „ტექნიკურ მთავრობაზე“ საუბარი მხარდამჭერების უპატივცემულობაა, მაშინ ვის აძლევს ამომრჩეველი ხმას, რომელ პოლიტიკურ პარტიას? – ეს ყველაფერი აბსურდის თეატრია, ჩვეულებრივი მსახიობები არიან

ირაკლი კირცხალია – სალომე ზურაბიშვილს უნდა პრეზიდენტის სასახლე „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბად აქციოს – არ გამოვრიცხავთ, არჩევნებამდე დარჩენილ ორ კვირაში პრეზიდენტის სასახლე „დაბრენდოს“ კიდეც