POLITICO: ტრამპი ფიქრობს გარიგებაზე, რომლითაც საქართველო, უკრაინა NATO-ში არ გაწევრიანდებიან

POLITICO წერს, რომ რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი ს პრეზიდენტთან შეთანხმების გაფორმებას განიხილავს, რომელიც აღმოსავლეთით NATO-ს გაფართოებას გამორიცხავს.
როგორც გამოცემა წერს, NATO-სთან დაკავშირებით უკრაინის კონფლიქტი ტრამპის გეგმებში საკვანძო იქნება. უკრაინისთვის გეგმის ფარგლებში, რომლის შესახებაც აქამდე არ თქმულა, ტრამპი განიხილავს შეთანხმებას, რომლითაც NATO იღებს ვალდებულებას არ გაფართოვდეს აღმოსავლეთით – კერძოდ ეხება სა და საქართველოს – და აწარმოოს მოლაპარაკებები რუსეთის პრეზიდენტთან იმაზე, უკრაინული ტერიტორიის რომელი ნაწილის შენარჩუნება შეუძლია მოსკოვს.
ტრამპთან დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოების ორი ექსპერტის თანახმად, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტის შიდა წრის მსჯელობებს იცნობენ, ტრამპი ახლა პუტინთან შეთანხმების დადების შესაძლებლობას განიხილავს, თუ რომელ ქვეყნებს შეუძლიათ NATO-ში გაწევრიანება, ეს უკრაინასა და საქართველოს შეეხება.
“ასე გეგმა გააუქმებდა NATO-ს ბუნდოვან დაპირებას უკრაინის სამომავლო წევრობაზე – პოლიტიკას, რომელსაც ბაიდენი აგრძელებს, თუმცა კონკრეტული ვადის დათქმის გარეშე”, – წერს გამოცემა.