Politico – ტრამპის ამერიკა ახლა პუტინის მოკავშირეა

ომი აიძულებს ხალხს, აირჩიონ მხარე და , როგორც ევროპაში ბევრს ეჩვენება, ს მხარეს დგას, – ამის შესახებ გამოცემა Politico-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული.
„რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში პრეზიდენტის შვიდდღიანმა ინტერვენციებმა რეალური გახადა უკრაინელებისა და მათი მრავალი მოკავშირის კოშმარები, რითაც შეცვალა ტრანსატლანტიკური ურთიერთობა, რომელიც საფუძვლად უდევს ევროპის უსაფრთხოებას 1945 წლიდან. ევროპელი პოლიტიკოსები იწყებენ იმის გააზრებას, თუ რამდენად ღრმად შეიცვალა მათი სამყარო: ისინი ახლა უნდა გაუმკლავდნენ ამერიკას, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში სკეპტიკურად არის განწყობილი და უარეს შემთხვევაში მტრულად განწყობილი ძველი სამყაროს მიმართ, რომელსაც ისინი წარმოადგენენ. თუ არსებობდა რაიმე მუდმივი ეჭვი ევროპაში მტრების შექმნისთვის დონალდ ტრამპის მზაობის შესახებ, მან ეს დაასრულა სამშაბათს ღამით, როდესაც რუსეთთან ომის “დაწყებაში” დაადანაშაულა. სამი წლის წინ პუტინის არაპროვოცირებული შეჭრის ფაქტის ასეთმა უხეშმა დარღვევამ შოკში ჩააგდო რეგიონში ამერიკის ყველაზე ერთგული მეგობრებიც კი“, – წერს გამოცემა.
„ახლა ჩვენ გვაქვს ალიანსი ს პრეზიდენტს, რომელსაც ევროპის განადგურება სურს, და ამერიკის პრეზიდენტს შორის, რომელსაც ასევე სურს ევროპის განადგურება. ტრანსატლანტიკური ალიანსი დასრულდა“, – აღნიშნა ევროპელმა დიპლომატმა გამოცემასთან საუბრისას, რომელმაც საკითხის სენსიტიურობის გამო იდენტიფიცირებაზე უარი განაცხადა.
Politico წერს, რომ ს პრეზიდენტობის პერიოდში უკრაინის მტკიცე მხარდაჭერის შემდეგ, თეთრი სახლის ახალი ბინადარი პუტინის ხაზებს ახმოვანებს. მან უკრაინის პრეზიდენტს, ს “დიქტატორი” უწოდა ს არ დანიშვნის გამო და აღიარა, რომ ომის შედეგი დიდად არ აინტერესებს.
გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ სამშაბათს საუდის არაბეთში -სა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების პირველი რაუნდის დროს, მხარეებმა განიხილეს ურთიერთობის „გამაღიზიანებელი“ ფაქტორები, რომელიც უკანონო ომის საპასუხოდ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს მოიცავს.
„მათ ისაუბრეს ენერგეტიკის სფეროში მომავალი თანამშრომლობისა და ინვესტიციების შესაძლებლობებზე – მაშინ, როცა ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ რაუნდზე შეთანხმდა. ბრიუსელში ახალი რეალობა ჩნდება: აშშ უბრალოდ ჩვენს მხარეს არ არის“, – წერს Politico.