Politico – სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ

გაურკვეველი “აფეთქების” შედეგად სტრასბურგში მატარებლის ევაკუაცია მოხდა, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალი მატარებლის ევაკუაცია, რომელშიც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, გაურკვეველი “აფეთქების” შემდეგ დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ მატარებლის ლოკომოტივში მოხდა.
მედია წერს, რომ დანიელმა ევროდეპუტატმა პელე გერსტენმა ვითარება აღწერა, როგორც “ქაოტური”.
არსებული ცნობებით, ინციდენტი ხუთშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა, როდესაც ბევრი ევროდეპუტატი სტრასბურგიდან ბრიუსელში მიმავალ Eurostar-ის მატარებელში იმყოფებოდა, რომელიც ევროპარლამენტმა დაჯავშნა.
ბელგიელი ევროპარლამენტარის, ემანუელ ფულონის თქმით, მან “აფეთქება” გაიგონა. მოგვიანებით, სტრასბურგის სარკინიგზო სადგურზე შესაბამისი სამსახურები მოვიდნენ.
ინციდენტის შემდეგ ევროპარლამენტმა დეპუტატებს მესინჯები მისწერა, რომელშიც “სიმშვიდის შენარჩუნება” სთხოვეს და აღნიშნეს, რომ “Eurostar-თან ერთად ვმუშაობთ, რათა გამოსავალი ვიპოვოთ.”
ევროპარლამენტის პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ სარკინიგზო სადგურზე “ტექნიკური ინციდენტი” მოხდა და დეპუტატებისთვის ბრიუსელში ჩასასვლელად ალტერნატიულ გზებს ეძებენ. მოგვიანებით დადასტურდა, რომ ევროპარლამენტარებისთვის მოგვიანებით საღამოსთვის ორი მატარებელი დაიჯავშნა.
რეგიონალურმა სარკინიგზო ქსელმა TER Grand Est-მა განცხადება გაავრცელა, რომ სტრასბურგში “მატარებლების გასვლისა და ჩამოსვლის მხრივ პრობლემებია კვამლის გამო, რომელიც ერთ-ერთი მატარებლიდან გამოდის” და მსგავსი ვითარება ადგილობრივი დროით 18:00 საათამდე შესაძლოა გაგრძელდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უწესოდ იმოქმედეს და სცადეს დამოუკიდებელი ინსტიტუტის მიმართ გავლენის მოპოვება და სალომე ზურაბიშვილის სუსტი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს ძალიან მარტივად მოახერხეს – მას აქვს კონკრეტული მატერიალური სარგებელიც მიღებული

დავით გამყრელიძე – კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით ყველა ელექტრონული ე.წ ჩეკი, აიტვირთება საქართველოს გარეთ ე.წ ქლაუდზე – შეჯამდება და უმოკლეს ვადაში გავიგებთ ქართველი ხალხის არჩევანს

პრემიერი – “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე – ევროკავშირში დაწყებული იყო იდენტური კანონის მიღების პროცესი და გააჩერეს – ვერ იღებენ იმის გამო, რომ მერე ვეღარ მოგვთხოვენ იგივე შინაარსის კანონის უკან გახმობას