Politico – სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მას 500 მილიონი ევრო შესთავაზა

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებით, მ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ მას 500 მილიონი ევრო შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
რობერტ ფიცოს განცხადებით, მან უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უთხრა, რომ გაზის ტრანზიტის გადასახადების სახით სლოვაკეთმა შეიძლება წელიწადში 500 მილიონი ევრო დაკარგოს.
Politico წერს, რომ ს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს სამიტზე უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების გაგრძელებას მოითხოვდა. უკრაინის პრეზიდენტმა ფიცო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „ცოტა უხერხულია ფულზე საუბარი, როცა ამდენ ადამიანს ვკარგავთ“.
„უკრაინის პრეზიდენტმა მკითხა, მივცემდი თუ არა ხმას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, თუ იგი რუსული აქტივებიდან 500 მილიონ ევროს მომცემდა და რა თქმა უნდა, მე ვუპასუხე, რომ არასდროს“, – განაცხადა რობერტ ფიცომ.