POLITICO: საჭიროების შემთხვევაში, პელოსი დემოკრატების კანდიდატის ღია არჩევას ემხრობა

როგორც POLITICO საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, კალიფორნიელ დემოკრატებთან შეხვედრის დროს -ს წარმომადგენელთა პალატის ყოფილმა სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ თუ საპრეზიდენტო კანდიდატურას მოხსნის, ახალი კანდიდატის შერჩევის პროცესი ღია უნდა იყოს, რათა ვიცეპრეზიდენტი სთვის ნომინაციის გადაბარება თავიდან აიცილონ.
ეს შეხვედრა, რომელსაც 40 კალიფორნიელი დემოკრატი დაესწრო, 10 ივლისს, კაპიტოლიუმში შედგა. ისინი განიხილავდნენ რა ნაბიჯები უნდა გადაედგათ, თუ ბაიდენი კანდიდატურას მოხსნიდა. როგორც POLITICO წერს, ისინი განიხილავდნენ რა უარყოფითი შედეგები ექნებოდა კამალა ჰარისის პირდაპირ ახალ კანდიდატად დასახელებას.
გამოცემის წყაროების თქმით, პელოსი ხაზს უსვამდა, რომ ახალი კანდიდატის არაკონკურენტული პროცესით დანიშვნა ამომრჩევლებს დააფრთხობდა.
ამავე ცნობით, შეშფოთების მთავარი საგანი არა ჰარისის კანდიდატურის სიძლიერეა, არამედ ის, რომ შესაძლო მომდევნო პრეზიდენტის პარტიის ელიტის წარმომადგენლები თავად აარჩევენ. წყაროს თქმით, ნენსი პელოსი სწორედ კანდიდატის შერჩევის ღია და გამჭვირვალე მეთოდებს ემხრობოდა.
როგორც POLITICO წერს, ყველა დემოკრატი ახალი კანდიდატის ღიად არჩევას არ ემხრობა, მათ შორის ისინიც, ვინც თვლიან, რომ ბაიდენმა კანდიდატურა უნდა მოხსნას. მათი აზრით ეს არის მცდელობა, რომ კამალა ჰარისს დაწინაურებაში ხელი შეუშალონ. თავად ჰარისი სენატში სწორედ კალიფორნიის შტატს წარმოადგენს.
დემოკრატებს შორის, საჭიროების შემთხვევაში, ახალი კანდიდატის ასარჩევად “ბლიც პრაიმერისის” ჩატარებას განიხილავენ. წყაროს თქმით, ეს აზრი ბარაკ ობამას გარემოცვასთან დაახლოებულმა პირებმა წამოაყენეს.