Politico: სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში „ეფესბეს“ გავლენის აგენტს შეხვდა

Politico: სამი ევროპარლამენტარი, მათ შორის ვიოლა ფონ კრამონი ბრიუსელში „ეფესბეს“ გავლენის აგენტს შეხვდა
რუსული დაზვერვა იყენებს სერბ აგენტს, რათა შეაღწიოს ევროკავშირის ინსტიტუტებში და კრემლის პროპაგანდა გაავრცელოს, – ამის შესახებ Politico დასავლური ქვეყნის დაზვერვაზე დაყრდნობით წერს.
სადაზვერვო მონაცემების თანახმად, 2023 წლის ოქტომბერში სერბეთის მოქალაქე ნოვიცა ანტიჩი – აქტიური „გავლენის აგენტი“, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს ს უსაფრთხოების სამსახურთან – ბრიუსელში ევროპარლამენტარებს შეხვდა. მათ შორის იყვნენ გერმანელი ვიოლა ფონ კრამონი („მწვანეები“), იტალიელი ალესანდრა მორეტი („სოციალისტები და დემოკრატები“) და სლოვაკი ვლადიმირ ბილჩიკი („ევროპის სახალხო პარტია“). უცნობია, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ნოვიცა ანტიჩი რუსულ „ეფესბესთან“ არის დაკავშირებული.
არსებული ინფორმაციით, ანტიჩი მუშაობს „ეფესბესთან“ დაკავშირებულ პირთან, რუსეთის მოქალაქე ვიაჩესლავ კალინინთან, რომელიც ონლაინგამოცემა Veteran News-ის მთავარი რედაქტორია. ვებგვერდზე მითითებულია, რომ Veteran News-ი „ეფესბეს“, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და სხვა ძალოვანი უწყებების „საინფორმაციო პარტნიორია“
Next: ჩვენს პარტნიორებთან ერთად მსოფლიო ტერორიზმთან ბრძოლაში მიღწეული წარმატება კიდევ ერთხელ დადასტურდა მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში

ასევე დაგაინტერესებთ

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, საჯარო სკოლის მოსწავლეთა წახალისების მიზნით, პროფესორ ალექსანდრე მსხალაძის სახელობის სტიპენდიაზე განცხადების მიღება მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყება და 28 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

სენსაციებზე გამოკიდებაღა რჩება ოპოზიციური აზრის მთავარ მიმართულებად, მორიგი “სიბრძნე” შემოგვთავაზა გიგა ბედინეიშვილმა – ბიძინა ივანიშვილს, თურმე, არ აწყობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოსვლა ქვეყანაში – ექსპერტთა ნაწილის ორიგინალურობით გატაცება, რომ ხშირად კონსპიროლოგიაში გადადის