Politico – რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა

რუმინეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, კალინ ჯორჯესკუ პოლიციამ დაკითხვის მიზნით დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას Politico ავრცელებს.
Politico-ს ცნობით, კალინ ჯორჯესკუ ხელახალი საპრეზიდენტო სთვის კანდიდატურის დარეგისტრირებას აპირებდა, როდესაც პოლიციამ მისი ავტომობილი გააჩერა და დაკითხვის მიზნით გენერალურ პროკურატურაში გადაიყვანეს.
რუმინული საინფორმაციო არხის Digi24-ის ცნობით, პროკურატურამ ჯორჯესკუს დაკავების ორდერი გამოსცა და მისი პირადი დაცვის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კალინ ჯორჯესკუს დაკითხვა გასულ წელს, საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს.
ცნობისთვის, კალინ ჯორჯესკუმ გასული წლის ნოემბერში გამართულ რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გაიმარჯვა. მოგვიანებით რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები გააუქმა, მას შემდეგ რაც ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებმა განაცხადეს, რომ რუმინეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ თავდასხმებს ახორციელებდა.
რუმინეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 4 მაისს, ხოლო მეორე ტური 18 მაისს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება