Politico – რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ მისი „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო

რობერტ ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ -ის პრეზიდენტის „ფსიქოლოგიური მდგომარეობით“ შეშფოთებული იყო, – ინფორმაციას Politico ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ევროპელ ლიდერებს -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან 17 იანვარს გამართული შეხვედრის შესახებ ევროპული საბჭოს საგანგებო სამიტზე ესაუბრა.
დიპლომატების განცხადებით, ფიცომ ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ დონალდ ტრამპის „გონებრივი მდგომარეობით“ შოკირებული დარჩა.
მათივე ცნობით, ფიცომ აღნიშნული განცხადება ევროკავშირის რამდენიმე ლიდერთან არაოფიციალურ შეხვედრაზე გააკეთა და არა ევროპული საბჭოს სამიტის ფარგლებში.
თეთრი სახლის პრესსპიკერის მოადგილემ, ანა კელიმ გამოცემას განუცხადა, რომ „ეს ინფორმაცია სრული სიცრუეა“.
„მარ-ა-ლაგოში გამართული შეხვედრა პოზიტიური და ნაყოფიერი იყო“, – აღნიშნა კელიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას