Politico: ორბანს უკრაინაზე გადაწყვეტილების მიღებისას ოთახის დატოვება შოლცმა შესთავაზა

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემის, Politico-ს ცნობით, პუტინისა და “ქართული ოცნების” მეგობარ ვიქტორ ორბანს, სთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების გადაწყვეტილების მიღებისას ოთახის დატოვება, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესთავაზა.
გამოცემა ამის შესახებ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს. მათი ინფორმაციით, ქვეყნების წარმომადგენლები შეთანხმებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მივიდნენ სწორედ იმის გამო, რომ უნგრეთი გადაწყვეტილებას ვეტოს ადებდა. ამის გამო, შოლცმა ორბანს უთხრა, რომ თუ გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერდა, ოთახი დაეტოვებინა და ლიდერებისთვის ერთსულოვანი გადაწყვეტილების მიღების საშუალება მიეცა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ, ორბანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გადაწყვეტილების მიღებაში უნგრეთს მონაწილეობა არ მიუღია.