Politico – ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთში ვიზიტის დროს ნატო-ს რუსული რაკეტების ჩამოგდებას სთხოვს

უკრაინის პრეზიდენტი ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზე დასასწრებად მიმდინარე თვეში საფრანგეთში ჩავა, შემდეგ კი იტალიაში „დიდი შვიდეულის“ შეხვედრას დაესწრება, – ინფორმაციას Politico სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, უკრაინის პრეზიდენტის განრიგი ყოველთვის შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ ვიზიტებს იმისთვის გამოიყენებს, რომ ითხოვოს დასავლელი პარტნიორებისგან უკრაინისთვის მეტი სამხედრო მხარდაჭერის აღმოჩენა და ნატო-ს მიერ რუსული რაკეტების ჩამოგდება, როგორც ეს -მა და გაერთიანებულმა სამეფომ გააკეთეს, როდესაც ირანი თავს დაესხა ისრაელს.
ვიზიტების დროს, ზელენსკი ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს ასევე სთხოვს რუსული აქტივების კონფისკაციას, უკრაინის თავდაცვისა და რეკონსტრუქციის დაფინანსებისთვის გამოყენების მიზნით. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხს განიხილავენ „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, რომელიც 13-15 ივნისს იტალიაში გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”