Politico: ვაშინგტონს სურს, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ იმსჯელონ

ვაშინგტონს გადაწყვეტილი აქვს, ჯერ სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავიდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე. ამის შესახებ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა ევროპელ მოკავშირეებთან საუბრისას, იუწყება Politico წყაროებზე დაყრდნობით.
გამოცემის წყაროების ცნობით, სწორედ ეს პირობა უდევს საფუძვლად სადმი -ის მიერ შეთავაზებულ წინადადებებს. 25 ნოემბერს ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას რუბიომ თქვა, რომ პრეზიდენტი გამართავს გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკებებს, რამაც „დაცულობის განცდით“ უნდა უზრუნველყოს, იუწყება გამოცემა.
ამავე დროს, კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, რუბიომ აღნიშნა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ტრამპის ადმინისტრაციისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება და ცალკე განიხილება. რიგ ასეთ საკითხებზე უკვე მიღწეულია შეთანხმებებები და აშშ-ს სურს, სწრაფად გააფორმოს შეთანხმებების მთელი პაკეტი.
Politico-ს წყარომ დასძინა, რომ რუბიომ ასევე ახსენა სხვა საკითხები, რომლებიც შეთანხმების დადების შემდეგ უნდა გადაწყდეს, მათ შორის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და გაყინული რუსული აქტივების ბედი ევროპაში და ნაწილობრივ აშშ-ში.
სახელმწიფო დეპარტამენტმა Politico-სთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიები ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს.
შეერთებულმა შტატებმა და მ ნოემბრის შუა რიცხვებში დაიწყეს სამშვიდობო გეგმის განხილვა. თავდაპირველად ის 28 პუნქტისგან შედგებოდა და მოიცავდა რუსეთ-უკრაინის ომის ძირითად ასპექტებს. დოკუმენტი ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, მაგრამ მისი ფოტოასლი რამდენიმე მედიასაშუალებაში გამოჩნდა. 23 ნოემბერს შეერთებულ შტატებსა და ს შორის მოლაპარაკებების დროს გეგმა შემოკლდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში ჩასვლას გეგმავს დონალდ ტრამპთან შესახვედრად და ყველაზე რთულ საკითხებზე, მათ შორის ტერიტორიულ საკითხებზე, სასაუბროდ.