POLITICO: ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მეორე ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს

“ერთი თვის განმავლობაში საქართველოში მეორე ოპოზიციონერი ლიდერი დააკავეს” – ამ სათაურით გამოცემა POLITICO სტატიას აქვეყნებს და ს დაკავების დეტალებზე ქვეყანაში განვითარებული მოვლენების კონტექსტში წერს.

POLITICO აღნიშნავს, რომ ნიკა მელიას ხელბორკილები 29 მაისს, ერთი დღით ადრე დაადეს იქამდე, სანამ თბილისის საქალაქო სასამართლოში მისი პროცესი გაიმართებოდა. პოლიტიკო კოალიცია “ცვლილებისთვის” ლიდერის ადვოკატზე, გიორგი კონდახაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ “ნიკა მელიასთვის წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია, რათა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იძულებით მიეყვანათ იმ სხდომაზე, რომელსაც ბოიკოტს უცხადებდა”.

POLITICO კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის დაპატიმრების ფაქტსაც იხსენებს:

ეს ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის განმავლობაში ოპოზიციონერი ლიდერის დაკავების მეორე შემთხვევაა. 22 მაისს, საქართველოს სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძეს – “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთ წამყვან წევრს პატიმრობა შეუფარდა გაურკვეველი ვადით”, – წერს გამოცემა.

ამასთან, პოლიტიკო წერს, რომ ბოლო წლების განმავლობაში “ქართულმა ოცნებამ” ძალაუფლება გაიმყარა. ივანიშვილის რეჟიმს კი მომიტინგეები და კრიტიკოსები ქვეყნის პროდასავლური გზიდან გადახვევასა და მოსკოვის ორბიტაზე დაბრუნებაში ადანაშაულებენ.

POLITICO აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიები “ქართული ოცნების” ხელისუფლების ლეგიტიმაციას არ აღიარებენ, რადგან ისინი ამტკიცებენ, რომ 2024 წლეს ჩატარებული საპარლამენტო გაყალბდა.

წყარო