POLITICO: ევროკავშირში ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები

POLITICO-ს ცნობით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან, ვინ უნდა დაიკავოს უმაღლესი თანამდებობები. საკითხი 17 ივნისს ბრიუსელში, არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილებოდა, რომელიც გვიან ღამემდე გაგრძელდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეთანხმება მიღწეული არ არის.
POLITICO 17 ივნისს გამართული მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ სამ დიპლომატზე დაყრდნობით წერს, რომ შეთანხმების იმედი მას შემდეგ გაქრა, რაც ევროპის სახალხო პარტიამ (EPP) ზედმეტი დათმობა და უფლებამოსილება მოითხოვა – ფონ დერ ლაიენის და მეცოლას ხელახლა დანიშვნის გარდა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის უფლებამოსილების 5-წლიანი ვადის ორად გაყოფა და აქედან ერთი 2,5-წლიანი ვადის EPP-სთვის დათმობა.
ევროკავშირის ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა გადაწყვიტა, POLITICO-ს უთხრა, რომ შეთანხმება ნაწილობრივ ევროპის სახალხო პარტიის ქედმაღლობისა და ამ პოლიტიკური გაერთიანების არცთუ კარგი საქციელის გამო ვერ შედგა.
ამავე წყაროს თანახმად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი არ ცდილობდა, ხელი შეეწყო დისკუსიისა და შეთანხმების მიღწევისთვის. მედიით გავრცელებული ცნობებით, შარლ მიშელსა და ურზულა ფონ დერ ლაიენს შორის დიდი ხანია კონფლიქტია.
ევროკავშირის ლიდერები გაერთიანების უმაღლეს თანამდებობებზე კანდიდატურების განხილვას მომავალ კვირაში, 27-28 ივნისს, გააგრძელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე