Politico – ევროკავშირს სურს, უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას მწვანე შუქი ივნისში აუნთოს

ბრიუსელის ოფიციალური პირების განცხადებით, ევროკავშირს უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყება ივნისში სურს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ხუთი დიპლომატი მათ ანონიმურობის პირობით ესაუბრა და განუცხადა, რომ ბლოკის მიზანია, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანების ოფიციალური მოლაპარაკებები 25 ივნისს დაიწყოს, როდესაც ევროპული საბჭოს სამიტია დაგეგმილი.
გამოცემის თანამოსაუბრეები დარწმუნებულნი არიან, რომ ეს მორალურად გააძლიერებს ს, რომელიც ს აგრესიის წინააღმდეგ უკვე მესამე წელია იბრძვის.
Politico-ს წყაროების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, რათა დაარწმუნონ უნგრეთის მთავრობა, დაეთანხმოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას.
„როგორც დეკემბერში მოხდა, უკრაინის წევრობის მისწრაფების მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი უნგრეთია. ის ეწინააღმდეგება ს წინადადებას, რადგან, სხვა მიზეზებთან ერთად, აცხადებს, რომ აქვს გადაუჭრელი საკითხები უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებით“, – წერს Politico და დასძენს, რომ უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებენ ბუდაპეშტთან უკრაინაში უნგრელ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად.