Politico – „დემოკრატიულმა პარტიამ“, ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, 55 მილიონ დოლარზე მეტი შემოწირულობა შეაგროვა

აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ პრეზიდენტ ს მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შემდეგ მცირე დონორების ActBlue პლატფორმაზე 55 მილიონ დოლარზე მეტის შეგროვება მოახერხა, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბაიდენის განცხადებიდან პირველ ხუთ საათში 27.5 მილიონი აშშ დოლარი შეგროვდა. მოგვიანებით ActBlue-მ განაცხადა, რომ ერთ დღეში 46.7 მილიონი დოლარი შეაგროვა, რაც 2024 წლის ციკლისთვის პლატფორმის ყოველდღიურ რეკორდს წარმოადგენს.
აღნიშნულია თანხა მოხმარდება როგორც ს, ასევე, სხვა დემოკრატი კანდიდატების კამპანიას.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ