Politico – აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები უკრაინას შესაძლოა, 31 იანვარს გადასცეს

აშშ-მა მაღალი სიზუსტის GLSDB რაკეტები ს უკვე 31 იანვარს შეიძლება გადასცეს.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, რაკეტამ წარმატებით გაიარა ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის შემოწმებები და მისი უკრაინისთვის გადაცემა უკვე 31 იანვარს შეიძლება მოხდეს.
კერძოდ, გამოცემის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ, ამერიკელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ 150 კილომეტრზე მოქმედი GLSDB რაკეტები “უკრაინისთვის მნიშვნელოვანი პოტენციალი” გახდება და რუსული ძალების წინააღმდეგ სიღრმეში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ მართვადი ავიაბომბების გადაცემის შესახებ ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში გამოცხადდა. თუმცა, ვინაიდან, ის ახალი იარაღია, რომელიც შეიარაღებაში ჯერ ამერიკულ არმიასაც არ აქვს, ის შემოწმებების გავლას საჭიროებდა. ამიტომ GLSDB რაკეტების გადაცემა 2024 წლის დასაწყისისთვის გადაიდო.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია: გელა ხასაია გალელი ბიჭია, ნახევრად აფხაზი. ქართულად მოლაპარაკე გელა უბრალოდ არ დააყენეს სოხუმში, სწავლის და განვითარების საშუალება არ მისცეს… აი ეს გელა დააკავა წუხელ რეჟიმმა

პროკურორი გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებზე – მშობლების დახმარება განხორციელდა შვიდ უძრავ ქონებასთან, ასევე მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით – საუბარია 4 მლნ დოლარისა და მილიონ ლარზე მეტის გათეთრებაზე