POLITICO ასახელებს, ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს

გამოცემა POLITICO-ს ცნობით, თითქმის გადაწყვეტილია, თუ ვინ დაიკავებს ევროკავშირში წამყვან თანამდებობებს.
გამოცემა თავის ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის ტოპ-4 თანამდებობის გადანაწილებაზე კონსენსუსი უჩვეულოდ სწრაფად მიღწევადია.
POLITICO-ს თანახმად, ევროკავშირში წამყვანი თანამდებობა შემდეგნაირად გადანაწილდება:
· ევროკომისიის პრეზიდენტი – ისევ გერმანელი იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში პირველ ადგილზე გასულ „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
· ევროპული საბჭოს პრეზიდენტი – პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანტონიო კოშტა იქნება, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებში მეორე ადგილზე გასულ სოციალ-დემოკრატების ალიანსს წარმოადგენს;
· ევროპარლამენტის პრეზიდენტი – ისევ მალტელი პოლიტიკოსი, რობერტა მეცოლა იქნება, რომელიც „სახალხო პარტიის“ (EPP) წარმომადგენელია;
· ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი – ს პრემიერ-მინისტრი კაია კალასი იქნება, რომელიც ევროპარლამენტში მესამე ადგილზე გასულ Renew Europe-ის (განაახლე ევროპა) წარმომადგენელია.
POLITICO ევროპელ დიპლომატზე წერს, რომ შეთანხმების საბოლოო მონახაზს ევროკავშირის ლიდერები 17 ივნისს არაფორმალურ ვახშამზე შეჯერდებიან, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება 27-28 ივნისს დაგეგმილ ევროპული საბჭოს სხდომამდე არ მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკომისარი მარტა კოსი – „უკრაინა-დაუყოვნებლივ!“ – ეს იყო ჩემი პასუხი შეკითხვაზე, რომელი ქვეყნის ხილვა მსურდა ევროკავშირში – ევროკავშირმა გააკეთა არჩევანი: უკრაინა ჩვენ გვეკუთვნის

კესტუტის ბუდრისი პუტინზე – შესაძლოა, ვინმემ მოისურვოს მოინახულოს ის ციხეში, მე ამას არ ვიზამ, შესაძლოა ევროპელი ლიდერებიდან ვინმე შეხვდეს, მაგრამ ვერ წარმოგვიდგენია, აგრესორი, რომელსაც სისხლიანი ხელები აქვს, მიიწვიონ მაგიდასთან საერთო საკითხის განსახილველად