Politico – ანდრიუს კუბილიუსი, შესაძლოა, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი გახდეს

ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი ს ახალ ევროკომისიაში, სავარაუდოდ, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში კომისრის თანამდებობას დაიკავებს, – ინფორმაციას Politico ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს ოფიციალურ პირებთან, ასევე სხვადასხვა ევროპულ დედაქალაქებში მოღვაწე მაღალჩინოსნებთან საუბრების საფუძველზე ავრცელებს.
ფონ დერ ლეიენმა მანამდე აღნიშნა, რომ მიზანშეწონილი იქნებოდა თავდაცვის საკითხებში კომისრის ახლად შექმნილ თანამდებობაზე ცენტრალური ან აღმოსავლეთ ევროპის წარმომადგენლის დანიშვნა.
Politico წერს, რომ კუბილიუსი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს პრემიერ-მინისტრად მუშაობის ხუთ წელზე მეტ ხნიანი გამოცდილება. მას დიდ პატივს სცემენ, რადგან მართავდა ლიეტუვას 2008 წლის ფინანსური კრიზისის დროს.
Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ასევე ხმამაღლა უჭერს მხარს ს და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურამ ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და საქართველოს საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევით შემოტანის ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა

ვახტანგ ძაბირაძე – დიდი სიფრთხილეა საჭირო, პროტესტის მომხრე, რა თქმა უნდა, ვარ, მაგრამ არ უნდა მოხდეს ვითარების ისე პროვოცირება, რომ ქვეყანაში „ქართული ოცნების“ სრულფასოვანი ავტორიტარული მმართველობა მივიღოთ

ეუთოს 37 ქვეყანა – მკაცრად ვგმობთ მზია ამაღლობელის და რამდენიმე მომიტინგის მიმართ გამოტანილ განაჩენს – მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული