Politico – ანალენა ბერბოკი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარების საკითხზე ყოყმანის გამო აკრიტიკებს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი საკუთარი ქვეყნის მთავრობას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ყოყმანის გამო აკრიტიკებს, – ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტში ღრმა განხეთქილებაზე და საარჩევნო კამპანიის ფონზე მთავარ პოლიტიკურ პარტიებს შორის მზარდ უთანხმოებაზე მიუთითებს.
„ამჟამად გერმანია არ განიხილება ევროპაში სამშვიდობო პოლიტიკის მამოძრავებელ ძალად და გულწრფელად რომ ვთქვა, ეს მტკივა. ახლაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ზოგიერთი პრიორიტეტს ანიჭებს ეროვნულ პერსპექტივას – ანუ როგორ მოიპოვოს სწრაფად რამდენიმე ხმა საპარლამენტო არჩევნებში – იმის მაგივრად, რომ აიღოს რეალური პასუხისმგებლობა ევროპის მშვიდობისა და თავისუფლების უზრუნველსაყოფად“, – განუცხადა ბერბოკმა Politico-ს.
ანალენა ბერბოკის აღნიშნული კომენტარები მოჰყვა გერმანიის კანცლერის, ს მოთხოვნას, რომ უკრაინის ახალი დახმარება განპირობებული იყოს ქვეყნის კონსტიტუციური ფისკალური შეზღუდვების შემსუბუქებით. მან თქვა, რომ არ დათანხმდება უკრაინისთვის 3 მილიარდი ევროს დახმარების პაკეტის გამოყოფას, თუ მისი გადახდა ახალი სესხით არ მოხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – ალეკო ელისაშვილი კი არა, დიმიტრი გელოვანი ვერ შეცვლის ამომრჩეველთა განწყობას, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები რუსული სპეცოპერაციაა და ივანიშვილისთვის ლეგიტიმაციის მიცემას ემსახურება

თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების საქმის პროკურორი – იმის თქმა, რომ მტკიცებულება საქმეში არ არის, დაუსაბუთებელი პოზიციაა – ყველა საგამოძიებო ვერსია შემოწმდება, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძის ქმედებებიც იქნება შეფასებული