ძლიერი ძრავა, დაკიდების ჭკვიანი სისტემა და უმაღლესი ხარისხი – Polaris-ის სპორტულ პროდუქტს RZR-ს თავგადასავლების მოყვარულები სწორედ ამ მახასიათებლების გამო ირჩევენ. RZR-ს ულიმიტო შესაძლებლობები აქვს და ნებისმიერი სირთულის გზაზე გადაადგილების საშუალებას იძლევა, მათ შორის იქ, სადაც მაღალი გამავლობის სხვა სატრანსპორტო საშუალებები ვერ აღწევენ.
ამერიკული ოფ-როუდ ბრენდი ქმნის ტექნიკას, რომელიც განკუთვნილია თავგადასავლებით, ნადირობით, Off road-ითა და სამთო-სათხილამურო სპორტით გატაცებული ადამიანებისთვის. Polaris-ის უნიკალურობაზე მისი 69-წლიანი ისტორიაც მეტყველებს. მაღალი გამავლობის ტრანსპორტის წარმოება ჯერ კიდევ 1954 წელს, პირველი თოვლმავალის შექმნით დაიწყო.
ქართულ ბაზარზე RZR-ის მიმართ ინტერესი სულ უფრო იზრდება. თავგადასავლების მოყვარულებს ამერიკული ბრენდის პროდუქტის შეძენა „თეგეტა ქარსის “ შვილობილ კომპანია „ავტო გალერიში“ შეუძლიათ. კომპანია RZR-ს ახალ ტექნიკას იანვრიდან შემოიყვანს, თუმცა წინასწარი შეკვეთები უკვე დაწყებულია, რაზეც „ავტო გალერი“ მომხმარებელს ფასდაკლებას სთავაზობს.