POG: ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბაჩიაშვილისთვის საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა.
“ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 მარტს, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად და ფულადი თანხის სანაცვლოდ, ავტომობილში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სომხეთის მიმართულებით მალულად გადაიყვანა პირი, რომელსაც, როგორც ბრალდებულს აკრძალული ჰქონდა ქვეყნის დატოვება”, – წერს პროკურატურა.