POG: ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ბრალი წარედგინა

პროკურატურამ ს ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის დეკანსა და 4 სტუდენტს ძალადობის ფაქტზე ბრალდება წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 დეკემბერს, ბათუმში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, ამავე უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს”, – წერია განცხადებაში.
საპოლიციო ძალებმა ბრალდებულები 9 დეკემბერს დააკავეს.
“ხუთივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,გ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია განცხადებაში.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
***
9 დეკემბერს, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერისტეტის დეკანი და 4 სტუდენტი დააკავეს.