P!nk თავის კონცერტებზე აკრძალული წიგნებს დარიგებას აპირებს

ამერიკელი პოპვარსკვლავი P!nk თავის კონცერტებზე 2 000 აკრძალული წიგნის დარიგებას აპირებს. -ის პენცენტრთან თანამშრომლობით, მუსიკოსი ფლორიდის შტატში წიგნების აკრძალვის ტენდენციას უპირისპირდება.
„ამაზრზენია, როგორ ამოიღეს ოფიციალურმა პირებმა სამიზნეში წიგნები რასიზმზე, ლგბტქ და ფერადკანიანი ავტორების ნაწარმოებები”, – აცხადებს მომღერალი, – „ამ ქვეყანაში თანასწორობის მისაღწევად ბევრი ნაბიჯის გადადგმა დაგვჭირდა და პროგრესის უკუქცევა არავის არ უნდა სურდეს”.
P!nk, თავისი Trustfall ტურნეს ფარგლებში, მაიამისა და სანრაიზში დაგეგმილ კონცერტებზე მისულ ფანებს იმ წიგნებს დაურიგებს, რომლებიც ამერიკის პენცენტრს აკრძალული წიგნების ნუსხაში აქვს შეტანილი.
„თავადაც აქტიური მკითხველი ვარ და, ამასთან, ორი აქტიური მკითხველის დედა გახლავართ”, — აღნიშნავს პოპვარსკვლავი, – „და ვერაფრით წარმომიდგენია, როგორ შეიძლება გადაწყვიტონ თუნდაც ჩემმა მშობლებმა, რა უნდა წაიკითხონ ჩემმა შვილებმა და რა – არა”.
აკრძალული წიგნები, რომელთა დარიგებასაც მომღერალი აპირებს, მოიცავს თანამედროვე ამერიკელი პოეტის, ამანდა გორმენის, კრებულს და ნობელიანტი ტონი მორისონის რომანს საყვარელი.
ამერიკის პენცენტრის ცნობით, გასულ წელს წიგნების აკრძალვის შემთხვევების რაოდენობით ფლორიდა ყველა სხვა შტატს უსწრებდა. შარშან ფლორიდის 33 სასკოლო რაიონში წიგნების აკრძალვის 1 400 შემთხვევა აღირიცხა. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, სიუზენ ნოსელის თქმით, ეს “წმინდა წყლის ცენზურაა”.
ასევე ნახეთ:
VIDEO: მაყურებელმა „გვაჩვენე შენი ხმის“ სტუდია დატოვა – რა მოხდა გადაცემის ჩაწერაზე
რას ვეუბნებით ბავშვს, როცა ახლობელი გარდაიცვლება ან როცა მის დაბადებასთან დაკავშირებით უჩნდება კითხვა? – ნახეთ, ვიდეო