Pininfarina-მ წყალბადზე მომუშავე სუპერმანქანა შექმნა

Enigma GT არის წყალბადზე მომუშავე მანქანა, რომელიც Pininfarina-მ ჟენევის ავტოსალონზე წარმოადგინა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ეს მხოლოდ დიზაინის კვლევაა, რომელიც გამოხატავს „დიზაინის სიწმინდეს, ელეგანტურობას და იტალიურ სტილს”.
Enigma GT-ს სიგრძე 4580 მმ-ია და ბორბლების – 2880 მმ. მანქანას აქვს რთული აქტიური აეროდინამიკა, ამწევი ტილო და წევის კოეფიციენტი 0.24. სალონს აქვს 2+2 განლაგება, ხოლო მისი ცენტრალური ელემენტია მულტიმედია გამჭვირვალე OLED ეკრანი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მუშაობს.
Enigma GT-ის სიმძლავრე 442 ცხენის ძალაა, აქვს 2.5 ლიტრიანი V6 წყალბადის ტურბო (რომელიც ამოძრავებს უკანა ბორბლებს) და 272 ცხენის ძალის ელექტროძრავა წინა ღერძზე.
სუპერმანქანა 4 წამზე ნაკლებ დროში 100 კმ/სთ-მდე აჩქარებს. წყალბადის სავსე ავზი (9 კგ) და სრულად დამუხტული 10 კვტ/სთ ბატარეით, Enigma-ს შეუძლია 550 კმ-ის გავლა.