Picastro – Instagram-ის ალტერნატივა ასტროფოტოგრაფიის მოყვარულებისთვის

მოგბეზრდათ -ის მიერ გენერირებული კონტენტის უსასრულო სქროლვა? გაიცანით Picastro – აპლიკაცია, რომელიც ასტროფოტოგრაფიის ნამდვილ ხიბლს გაცნობთ. ტომ მაკრორიმ, მოყვარულმა ასტროფოტოგრაფმა, გასული წლის ბოლოს შექმნა პლატფორმა, სადაც ციური სხეულების ფოტოებს ღირსეული ადგილი და შესაბამისი ხარისხი მიანიჭა. რა არის მთავარი განსხვავება? აქ არც ბოტებია, არც დამღლელი ალგორითმები და არც AI-ით შექმნილი კონტენტი.
თუ ინსტაგრამზე სურათები მაქსიმუმ 8 მეგაბაიტამდე იკუმშება, Picastro 120 მეგაბაიტამდე JPEG ფაილებს უჭერს მხარს. ეს მაღალი გარჩევადობის სურათების ატვირთვისა და ყველა დეტალის მანუალური დათვალიერების საშუალებას გაძლევთ – როგორც ბუნებამ ჩაიფიქრა
ყოველი ატვირთული ფოტო შეიძლება აღიჭურვოს “StarCard”-ით – ინფორმაციით, სადაც ავტორი უზიარებს სხვებს გადაღების დეტალებს: რომელი ტელესკოპი გამოიყენა, რა კამერით იმუშავა, რა ფილტრები დააყენა და ISO-ს რა პარამეტრები ჰქონდა.
ამ პლატფორმაზე ფოტოების პოპულარობას ალგორითმი კი არა, თავად მომხმარებლები განსაზღვრავენ – ვარსკვლავებისა და ტროფეების სისტემით აძლევენ ხმას საყვარელ ნამუშევრებს. ყველაზე რეიტინგული ფოტოები კი „კვირის სურათად“ ან „თვის სურათად“ ცხადდება.
სოციალური ასპექტიც გათვალისწინებულია – “StarCamps”-ის სახით შეგიძლიათ შეუერთდეთ ქვეჯგუფებს თქვენი ინტერესების, აღჭურვილობის ან გამოცდილების დონის მიხედვით.
აპლიკაციის უფასო ვერსია “Curiosity” გამოგადგებათ გასაცნობად, ხოლო სრული წვდომისთვის გთავაზობენ ფასიან გამოწერებს – “Titan”, “Callisto” და “Ganymede” – თვეში 5-დან 10 დოლარამდე ღირებულებით, რაც მეტ ატვირთვასა და დიდი ზომის ფაილებთან წვდომას გულისხმობს.
თუ გსურთ ვინმემ შეგახსენოთ, რომ სოციალური მედია ხელოვნურია და ჩვენ კოსმოსში მცურავ დიდ პლანეტაზე ვცხოვრობთ, უბრალოდ ჩამოტვირთეთ Picastro და გადაეშვით ნამდვილი სამყაროს საოცრებებში!
წყარო: Fastcompany marketer.ge