PHR “იმედს” ნინო დათაშვილზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სამედიცინო ცნობას აქვეყნებს

პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ტელეკომპანია “იმედს” ნინო დათაშვილზე სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. საუბარია “იმედის” სათაურზე, თითქოს ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაში მითითებაა მის “ფსიქოლოგიურ არამდგრადობაზე”.
“2019 წელს გაცემულ დოკუმენტში მკაფიოდ მითითებულია, რომ ნინო დათაშვილს აქვს მალთაშუა დისკის დაზიანება, რადიკულოპათია, მალთაშუა დისკის თიაქარი. ნინო დათაშვილი უჩივის მწვავე ტკივილებსა და ტკივილის ინტენსივობამ იმატა უკანასკნელი წლების განმავლობაში. აღნიშნული დიაგნოზის და მწვავე ტკივილების თანმხლებად მითითებულია, რომ ნინოს აქვს ფსიქო-ემოციური ლაბილობა.
ემოციური ლაბილობა არ არის დიაგნოზი. ის არის სიმპტომი, რომელიც არანაირ კავშირში არ არის შერაცხადობასთან.
აღნიშნული ფაქტი არის მიზანმიმართული ბრძოლა აქტივისტების წინააღმდეგ. ამ უკიდურესად უკანონო მეთოდის გამოყენება შეუძლიათ ყველას შემთხვევაში, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ემოციური ლაბიობა, რაიმე გარემო ფაქტორების ზემოქმედებიდან გამომდინარე.
ნინო დათაშვილის ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება მიზნად ისახავს მისი დისკრედიტაციის მცდელობას და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, მიჩნეულია წამებად.
მოვუწოდებთ ტელეკომპანია იმედს, თავი შეიკავონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან”, – ნათქვამია PHR-ის განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლინდსი გრემი: რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთმა თითქმის 19 ათასი ბავშვი უკრაინიდან გაიტაცა. ბავშვების გატაცება მათი მშობლიური ქვეყნიდან უსაზიზღრესი და ბარბაროსული საქციელია