[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს – ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა

პსჟ-ის 24 წლის სამხრეთ კორეელი შემტევი კანგ-ინ ლი შვებულებას სამშობლოში ატარებს და ქვეყნის დედაქალაქ სეულში “ტოტენჰემისა” და “ნიუკასლის” ამხანაგურ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა.
ეს ყოველივე გასაკვირი არაა, რადგან 13 აგვისტოს უდინეში “ფრიულიზე” გასამართი უეფას სუპერ თასის შეხვედრაში პარიზელთა მეტოქე სწორედ ლონდონური გუნდი იქნება და სამხრეთ კორეელიც მათ თამაშს დააკვირდა.
ლის გვერდს მეგობარი გოგონა პარკ სანგ-ჰი უმშვენებდა. ფეხბურთელის შეყვარებული კორეული მილიარდდოლარიანი კონგლომერატის, Doosan-ის მემკვიდრეა. Forbes-ის ცნობით, კომპანიის აქტივები ამჟამად 21,8 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.
წყვილის რომანის შესახებ ინფორმაცია პირველად გასულ წელს გავრცელდა და ჭორები ოფიციალურად საფრანგეთის თასის ფინალის შემდეგ დადასტურდა, როდესაც გოგონა მოედანზე ლისთან ერთად გამოჩნდა.
პარკ სანგ-ჰი პარიზში სწავლობს. წყაროების ცნობით, პარკი და ლი ერთმანეთს სპორტსმენის დის მეშვეობით შეხვდნენ, რომელიც პარიზში კორეულ საზოგადოებაში აქტიურად არის ჩართული.
“დარწმუნებული ვარ, ხალხს ეს სიტყვები გააბრაზებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა” – შოტლანდიელმა მწვრთნელმა მესი გააკრიტიკა
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება – შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ოფიციალურად: კანგ ინ ლი პსჟ-ის ფეხბურთელია
დე ლაურენტისს დიდი გეგმები აქვს – “ნაპოლი” ზაფხულში 3 ტალანტის ყიდვას ეცდება
კვარაცხელიას თანაგუნდელი სავარაუდოდ, კარიერას “ნაპოლიში” განაგრძობს
არავითარი “ტოტენჰემი” – ზაბარნის პსჟ-ში გადასვლა გადაწყვეტილია
გახსოვთ კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი ელმასი? – მისი შეძენის სურვილი “რომას” აქვს
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
[PHOTO] “გირჩევთ, ხვიჩას მსგავსი ნუ იქნებით” – ცნობილმა ფრანგულმა გამოცემამ კვარაცხელიას გავრცელებულ ფოტოზე იხუმრა
“ნაპოლიმ” და “პარი სენ ჟერმენმა” შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
მაინც იყიდეს – ზაბარნი ხვიჩას თანაგუნდელი გახდება