[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში – მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

13 სექტემბერს, ლა ლიგის მეოთხე ტურში „ვილიარეალი“ მადრიდში „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება და სტუმართა რიგებში გიორგი მიქაუტაძის დებიუტი უნდა შედგეს. იქამდე კი კლუბის გენერალურმა დირექტორმა ფერნანდო როიგ ნეგეროლესმა ქართველი კიდევ სამ ახალწვეულთან, მეკარე არნაუ ტენასთან (პსჟ-დან გადავიდა), აგრეთვე ფორვარდებთან ტანი ოლუვასეისთან (სან-ანტონიო) და მანორ სოლომონთან (ლიდსი) ერთად „კერამიკას“ სტადიონზე წარადგინა.
მიქაუტაძემ პრეზენტაციის შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „ვილიარეალში“ დიდი წარმატებების მისაღწევად ჩავიდა, ეს ლიგა ყოველთვის მოსწონდა, იქ თამაში სურდა, ადაპტაცია არ გაუჭირდება, სჯერა, თავისი უნარებით კარგად იასპარეზებს და გუნდი წარმატებებს მიაღწევს.
გიორგიმ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე თანანაკრებელ გიორგი მამარდაშვილს ესაუბრა, რომელიც „ვილიარეალის“ მეზობელი კლუბის ღირსებას იცავდა და იმედი აქვს მომავალში ესპანეთის ჩემპიონატში კიდევ უფრო მეტი ქართველი ითამაშებს.
ნეგეროლესმა თქვა, რომ მიქაუტაძე ქუჩის, ძველი ეპოქის სტილის შემტევია, რაღაცით დავიდ ვილიას და ემილიანო ბუტრაგენიოს აგონებს, მასზე ფსონს ჩავიდნენ, გუნდს ბევრ რამეს შესძენს და გულშემატკივრებს გაახარებს.
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
მიქაუტაძის “ვილიარეალმა” დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელი ინათხოვრა
Geo Team-ი მიქაუტაძის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს – “ვილიარეალი” ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მიქაუტაძემ “ლიონის” ფანებთან დამშვიდობებისას ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEO] “ლიონს” დამძიმებული გულით ვტოვებ – მიქაუტაძემ ფრანგული გუნდის ფანებს მიმართა
უპრეცედენტო შემთხვევა ქართული ფეხბურთის ისტორიაში – რა შეიცვალა მიქაუტაძის “ვილიარეალში” გადასვლის შემდეგ?
საქართველო VS თურქეთი – მსოფლიო ჩემპიონატისკენ დავიძარით!
“სიმართლე უნდა ვთქვათ… “მეცთან” ბოლო მატჩში მიქაუტაძეზე ეს მომეჩვენა” – “ლიონის” ყოფილი ფეხბურთელი ქართველის გაყიდვაზე
[VIDEO] თვისობრივად დიდი ნახტომის განხორციელების საშუალებას მოგვცემს – მიქაუტაძე “ვილიარეალის” ფეხბურთელია