[PHOTO] “სიტისთან” მატჩამდე მიქაუტაძე ძველ მეგობარს შეხვდა

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში „ვილიარელი“ სახლში „მანჩესტერ სიტისთან“ 0:2 დამარცხდა, მატჩის დაწყებამდე „კერამიკას“ სტადიონზე ძველი მეგობრები, გიორგი მიქაუტაძე და რაიან შერკი შეხვდნენ.
ორივე „ლიონის“ აკადემიის აღზრდილია და ორივე ფრანგულმა კლუბმა ამ ზაფხულში გაყიდა – მიქაუტაძე „ვილიარეალმა“ 31+5 მილიონ ევროდ შეიძინა, შერკიში კი „სიტიმ“ 36.5+6 მილიონი გადაიხადა.
ისინი შესანიშნავად თამაშობდნენ ერთად, მაგალითად, პსჟ-ს გოლი მიქაუტაძემ სწორედ შერკის პასით გაუტანა. გუშინ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაში არ მოუწიათ, რადგან გიორგი 66-ე წუთზე შეცვალეს, რაიანი კი 86-ე წუთზე ერლინ ჰოლანის ნაცვლად შევიდა მოედანზე.
შერკიმ ამ სეზონში პრემიერლიგის 3 შეხვედრაში (78 წუთი) 1 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ბოლოს მიღებული ტრავმის გამო მას გარკვეული პერიოდი გაუცდა. გუნდის მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ რაიანის მსგავსი ტექნიკური ფეხბურთელი იშვიათად უნახავს.
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?
მიქაუტაძის გარეშე – “სიტისთან” მატჩამდე “ვილიარეალმა” “ბეტისთან” გამარჯვება ხელიდან გაუშვა
მინიმუმ 40 მილიონი ევრო – შერკის ტრანსფერიდან “ლიონი” მნიშვნელოვან ფინანსურ სარგებელს ელის
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? – მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
დადასტურდა – ლაკაზეტთან ერთად “ლიონს” რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის – შერკი “სიტიში” გადავიდა
“მიქაუტაძესთან დაკავშირებით საშიშროება არსებობდა” – “სიტისთან” მატჩამდე მარსელინომ ქართველზე ისაუბრა
შერკის გრანდების რიგი უდგას – მიქაუტაძის თანაგუნდელი ზაფხულში “ლიონს” დატოვებს
[VIDEO] “გამარჯობაა” – მიქაუტაძე თანაგუნდელს ქართულს ასწავლის
როგორი შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და მიქაუტაძემ ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში?