„ფლამენგოსთან“ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა, მატჩისშემდომ პენალტების სერიაში კი თავი პსჟ-ს კარის დარაჯმა მატვეი საფონოვმა გამოიჩინა. ის პირველი მეკარე გახდა, რომელმაც ფიფას ტურნირებზე ზედიზედ ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია.
თანამემამულის გმირობას რუსულ სპორტულ მედიაში დიდი და რა თქმა უნდა, დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, ლამის ყოველი მეორე სტატია მას ეძღვნება. უკრაინული გამოცემები ამის შესახებ ნაკლებად წერენ, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ მატვეიმ მეორე პენალტი წესების დარღვევით მოიგერია.
ua-football-ი აღნიშნავს, რომ საფონოვმა ძირითად დროში რამდენჯერმე გადაარჩინა პარიზელები, ხოლო პენალტების სერიაზე არაფერია ნათქვამი.
sport.ua წერს: „ოვერტაიმებში ლუის ენრიკეს გუნდი შეცდომებს აღარ უშვებდა და თამაშს აკონტროლებდა. პენალტების სერიაში პარიზელებს თავიანთი მეკარის ტალანტი დასჭირდათ, აგრეთვე მატჩის კატარში ჩატარების ფაქტორი, რადგან იმის არდანახვას, რომ პედროს შესრულებული მეორე დარტყმისას პსჟ-ს გოლკიპერმა კარის ხაზი დატოვა, ამას მოხერხება უნდოდა ან ძალიან უნდა მოგენდომებინა. ორივე გუნდმა საშინლად შეასრულა თერთმეტმეტრიანები, უბრალოდ ამ ქაოსში პარიზელები ოდანვ უკეთესები იყვნენ და თასი მოიპოვეს“.
ukrfootball.ua: “ილია ზაბარნიმ პსჟ-ში პირველი ტურნირი მოიგო. უკრაინელის გუნდი საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი გახდა. გამარჯვებული ძირითად და დამატებით დროში არ გამოვლინდა, პენალტების სერიაში კი ბედმა პსჟ-ს გაუღიმა. ზაბარნი სასტარტო შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მთელი მატჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა“.
football.ua: „საფონოვმა პსჟ გადაარჩინა, მაგრამ სამართლიანია ეს? მეკარემ ოთხი პენალტი მოიგერია, თუმცა მისი მოქმედება კარის ხაზზე სერიოზულ ეჭვებს იწვევს. ამან ბევრი კითხვა დაბადა. ეს სერიოზული დისკუსიის საგანი გახდა. გამეორებაზე ჩანს, რომ ის ჯერ კიდევ დარტყმამდე კარიდან გამოვიდა. მიუხედავად ამისა, მსაჯებმა თერთმეტმეტრიანის ხელახლა შესრულება საჭიროდ არ მიიჩნიეს“.
bombardir.ru ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ მატჩის შემდეგ „პარი სენ ჟერმენის“ ფეხბურთელებმა საფონოვი ხელში აიტაცეს, ზეიმი დაიწყეს და განზე მხოლოდ ზაბარნი იდგა.
ოფიციალურად – გიზი მამაგეიშვილი “შტურმის” ფეხბურთელია
უჭირს – ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[PHOTO] საფონოვი კვარაცხელიას უკან იდგა და სურათიდან ამოშალეს – არშავინმა შევალიეს გვამი უწოდა
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა – ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
[VIDEO] “კვარას” გოლი და საფონოვის გმირობა – პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებულია
გასაკვირია, ნამდვილად – როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ფლამენგოსთან” მატჩში?
“ეს წარმოუდგენელია!” – “ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?” – ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
“ალბათ ჩვენს ვარჯიშს დაესწრო” – “ფლამენგოს” მწვრთნელმა საფონოვზე იხუმრა
“შეცდომებს დაუშვებს – დრო მიეცით” – ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ
“მათი ბოლომდე მჯერა” – ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა
“უმაღლესი დონის თვისებები აქვს, ახლა მეტი თამაში სჭირდება” – საფონოვმა ვენგერი აღაფრთოვანა
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს




