[PHOTO] კლოპი: 25 წელიწადში ორ ქორწილში ვიყავი, ერთი ჩემი იყო

ცნობილმა გერმანელმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა, რომელიც ამჟამად „რედ ბულის“ სისტემაში მუშაობს, The Athletic-თან ისაუბრა:
„გასულ სეზონში „ლივერპულის“ რამდენიმე მატჩს ვუყურე, მაგრამ არ მქონდა ისეთი შეგრძნება, რომ შაბათი დღე მოდიოდა. არ ვიცოდი, როდის იწყებოდა შეხვედრა. უბრალოდ ვსეირნობდი. სპორტით ვიყავი დაკავებული. ცხოვრებით ვტკბებოდი, დროს შვილიშვილებთან ვატარებდი. ეს აბსოლუტურად ნორმალურია. ვიცოდი, ვიმუშავებდი, თუმცა ასევე ვიცოდი, რომ მწვრთნელად მუშაობა მეტად არ მინდა.
ზუსტად არასოდეს იცი, რა მოხდება, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ. მოწყენილი არ ვარ და სამწვრთნელო საქმიანობა არ მენატრება. ცხოვრების ბოლომდე მწვრთნელობას არ ვაპირებდი. ბოლო 25 წელში ორჯერ ვიყავი ქორწილში, ერთი ჩემი იყო, მეორეზე – ორი თვის წინ. სასიამოვნოა, რომ ამის საშუალება მაქვს. მწვრთნელობის პერიოდში ბევრ ქვეყანაში ვიყავი, თუმცა სასტუმროების, სტადიონების და საწვრთნელი ბაზების გარდა არაფერი არ მინახავს. მაშინ ეს არ მაწუხებდა.
არჩევანი მაქვს, ამას თავად ვწყვეტ როდის გავიდე შვებულებაში. მთლად მასე არაა, ჩემი მეუღლე ულა იღებს გადაწყვეტილებას და არა პრემიერლიგა და ბუნდესლიგა“.
ინფორმაცია ტყუილი აღმოჩნდა – კლოპი “რომას” არ გაწვრთნის
ორჯერ უარით გასტუმრება – კლოპი “რეალის” ჩაბარებას არ აპირებს
“არავითარი კლოპი, “ნაპოლი” მან უნდა ჩაიბაროს” – ფედელემ დე ლაურენტისს კიდევ ერთი რჩევა მისცა
“კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?” – ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
La Stampa: კლოპმა შეთანხმმებას მიაღწია და სერია A-ს კლუბს ჩაიბარებს
უბრუნდება თუ არა სამწვრთნელო საქმიანობას – კლოპის აგენტმა განმარტა