ფინეთის ცხრაგზის ჩემპიონმა „ჰაკამ“ უხეიროდ იასპარეზა, 17 ქულით მეთორმეტე ადგილი დაიკავა და ქვედა დივიზიიონში დაქვეითდა, რასაც სტადიონის ცენტრალური ტრიბუნის დაწვა მოჰყვა, – იტყობინება „სანი“.
15 წლამდე ასაკის სამმა ფანმა ქალაქ ვალკეაკოსკიში 1934 წელს აშენებული 3 200-ადგილიანი „ტეჰტან კენტას“ ტრიბუნას ცეცხლი მოუკიდა, რომელიც სრულად დაიწვა და აგრეთვე დაზიანდა ხელოვნურსაფარიანი მოედნის ნაწილი.
ფინეთის კანონმდებლობა 15-წლამდე პირების მიმართ სისხლისსამართლებრივ დევნას არ ითვალისწინებს, მაგრამ მათ შეიძლება გარკვეული პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ერთ-ერთმა მათგანმა დანაშაული აღიარა.




