Phin Tokyo Plaza კაფეს შემდეგ, მეორე მაღაზიის გახსნას აანონსებს

იაპონური პროდუქტის მაღაზია Phin Tokyo Plaza-მ, თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე, ერთ კვირის წინ, კაფე გახსნა. კომპანია აანონსებს, რომ უახლოეს დღეებში მაღაზიის ახალ ფილიალსაც გახსნის.
Phin Tokyo Plaza ქართულ ბაზარზე გასული წლის სექტემბერში გამოჩნდა. ადგილზე ავთენტიკური იაპონური საკვები და სასმელი პროდუქტი, ჰიგიენის საშუალებები, ჭურჭელი და საკანცელარიო ნივთები იყიდება.
როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას მაღაზიის გენერალური მენეჯერი, ფატი კეკელია აცხადებდა, Phin Tokyo Plaza რეგიონში „ფითიფი გრუპის“ ერთადერთი წარმომადგენლობაა. საქართველოს გარდა მას აქვს მაღაზიები კამბოჯაში, მოლდოვასა და ლაოსში. „ფითიფი გრუპის“ ინტერესის ქვეშაა ისეთი ქვეყნები, სადაც ნაკლებად იცნობენ იაპონურ პროდუქციას. ამიტომ, კომპანია დაინტერესებულია კავკასიის რეგიონით და თურქეთით. მისივე თქმით, კომპანიას პირდაპირ მომწოდებლებთან და ქარხნებთან აქვს კავშირი და ფასებიც, ხარისხთან შედარებით, დაბალია.