Philip Morris-ის დისტრიბუტორის შემოსავლები 2-ჯერ აჭარბებს JTI-ის და BAT-ის შემომტან კომპანიებს – როგორია თამბაქოს ბიზნესი?

თამბაქოს პროდუქციის დისტრიბუტორებს, მწარმოებლებს და ქსელურ მაღაზიებს, 6 კომპანიის მაგალითზე Finspot-ი გაეცნო. შპს “ჯი დი აი”, შპს “ელიზი ჯგუფი”, სს “თ & რ დისტრიბუშენ”, შპს “გეოდისტრიბუცია”, სს “თბილისის თამბაქო” და შპს “ვეიფორია”-დან 4 სადისტრიბუციო კომპანაა, პირველი 3 წამყვანი გლობალური სიგარეტის მწარმოებლების პროდუქციის იმპორტს და/ან საბითუმო დისტრიბუციას ახდენს. “გეოდისტრიბუცია” კი ძირითადად “თბილისის თამბაქოს” მიერ წარმოებულ პროდუქციას უწევს დისტრიბუციას. “თბილისის თამბაქოს” ეკუთვნის თამბაქოს ბრენდი “პირველი”.
„თამბაქოს დისტრიბუციის ბიზნესი დაბალმარჟიანია, თუმცა მაღალი ბრუნვიდან გამომდინარე კომპანიები მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს აგენერირებენ. ეს კი კომპანიებს ყოველწლიურად დივიდენდების გაცემის შესაძლებლობას აძლევს.
“თბილისის თამბაქოს” მაგალითზე, თამბაქოს წარმოების ბიზნესი გაცილებით მაღალმარჟიანია, ვიდრე თამბაქოს დისტრიბუციის. მიუხედავად იმისა, რომ “თბილისის თამბაქოს” წარმოებული ბრენდი “Pirveli” არ არის ისეთი პოპულარული, როგორც გლობალური ბრენდები, კომპანიის ბრუნვამ ₾48 მილიონი შეადგინა 2022 წელს და 2018 წელთან შედარებით 31%-იანი ზრდა აჩვენა.
ალტერნატიული თამბაქოს პროდუქციის პოპულარიზაციასთან ერთად, ბაზარზე გამოჩნდა ვეიპ შოპებიც. ერთ-ერთი მათგანია “ვეიფორია”, რომელიც საკმაოდ სწრაფად მზარდი და მაღალმარჟიანი კომპანიაა. “ვეიფორია” პროდუქციას ყიდის საკუთარი ვეიპ შოპების ქსელის მეშვეობით და ასევე უწევს დისტრიბუციას საკუთარ იმპორტირებულ საქონელს სხვადასხვა ქსელურ მარკეტებში.
Philip Morris-ის მიერ წარმოებული პროდუქციის დისტრიბუტორი, “ჯი დი აი” ერთ-ერთი მაღალშემოსავლიანი კომპანიაა ქვეყანაში. კომპანიის შემოსავლებმა 2022 წელს ₾611 მილიონი შეადგინა. 2022 წელს კომპანიის ბრუნვა მცირედით შემცირდა წინა წელთან შედარებით, თუმცა 2019-22 წლებში კომპანიის ბრუნვა თითქმის 40%-ით გაიზარდა.
JTI-ის პროდუქციის დისტრიბუტორი “ელიზი ჯგუფი” მთავარი კონკურენტის შემოსავლების თითქმის ნახევარს აგენერირებს, თუმცა მაღალი მარჟის დაჭერით უფრო მაღალმომგებიანია, როგორც კოეფიციენტების, ასევე აბსოლუტური მაჩვენებლებით.
რაც შეეხება “თ & რ დისტრიბუშენს”, კომპანიამ მნიშვნელოვნად გაზარდა მარჟები მას შემდეგ, რაც BAT-ის პროდუქციის ექსკლუზიურ დისტრიბუტორთან ერთად, BAT-ის პროდუქციის იმპორტიორიც გახდა 2021 წლიდან. 2022 წლის ბოლოს კომპანიამ ასევე დაიწყო ელექტრო სიგარეტების იმპორტი და რეალიზაცია.
“გეოდისტრიბუცია” და “თბილისის თამბაქო” საერთო მფლობელობის ქვეშ არსებული კომპანიებია. შესაბამისად, “თბილისის თამბაქოს” წარმოეუბულ პროდუქციას ექსკლუზიურად უწევს დისტრიბუციას “გეოდისტრიბუცია”. ორივე კომპანია მაღალმომგებიანია – ერთი ბრუნვის ხარჯზე, მეორე კი მაღალი საერთო მოგების მარჟის ხარჯზე.
ალტერნატიული თამბაქოს იმპორტიორი, დისტრიბუტორი და რეალიზატორი “ვეიფორია” კი ჯერ მცირე ზომის არის, თუმცა ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი აქვს ბოლო წლებში.
სადისტრიბუციო კომპანიების საოპერაციო მოგების მარჟები 2%-7%-მდე მერყეობს, თუმცა კომპანიები მოცულობით თავისუფალ ფულად ნაკადებს აგენერირებენ მაღალი ბრუნვის ხარჯზე. – კომპანიების მაღალ მომგებიანობას ხელს უწყობს საკმაოდ დაბალი ლევერიჯიც“, – ნათქვამია Finspot-ის მიმოხილვაში.
კომპანიების მიერ გაცემული/გამოცხადებული დივიდენდები 2018-23 წლებში კუმულატიურად ასეთია: