PFL-ის ვარსკვლავური ბრძოლა – ნურმაგომედოვმა ჰიუზი მეორედ დაამარცხა

PFL-ის ორგანიზაციაში მსუბუქ წონაში ვარსკვლავური საჩემპიონო ორთაბრძოლა დუბაიში გაიმართა, სადაც დაღესტანელმა უსმან ნურმაგომედოვმა ირლანდიელი პოლ ჰიუზი მსაჯთა გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პირველ რაუნდის საწყისი წუთები დაბალ ტემპში წარიმართა, მოწინააღმდეგეებს რისკი მინიმუმამდე ჰქონდათ დატანილი, პირველი რაუნდის მიწურულს კი დაღესტნელმა მეტოქე წააქცია, ზურგი აიღო, და წუთნახევარი გააკონტროლა, მიუხედავად გონგამდე რამდენიმე წამით ადრე ძლიერი დარტყმებისა, უსმანმა პირველი რაუნდი წაიღო.
მეორე რაუნდში ირლანდიელი მეტად აქტიური იყო, დაახლოებით 3 წუთის განმავლობაში უსმანი მეტოქის ჯებებს იგერიებდა, შემდეგ მეტოქის წაქცევაც სცადა, თუმცა ჰიუზმა თავი დაიცვა და აქტიურობა განაგრძო.
მესამე რაუნდში კვლავ ჭადრაკული სვლები ვიხილეთ. ნურმაგომედოვი ცდილობდა ენერგია შეენარჩუნებინა და რაუნდის ბოლოს შეეტია, ჰიუზი კი კრივით მეტოქისთვის ზიანის მიყენებას არ ერიდებოდა. საბოლოო სტილში უსმანმა 4 წუთი შორიდან იჩხუბა, გონგამდე რამდენიმე წამით ადრე კი თანში შევიდა, თეიქდაუნი ჩაითვალა და რაუნდის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
მეოთხე რაუნდი დაღესტნელის არალეგალური დარტყმით გაიხსნა, ოქტაგონზე კი ამ ყველაფერმა ტემპერატურა კიდევ უფრო აწია. მალევე უსმანმა თეიქდაუნი ჩაიწერა, მეტოქე მიწაზე გადაიყვანა, თუმცა ირლანდიელმა თავი დაიცვა, მალევე წამოდგნენ. ორიოდე წუთში დაღესტანელს კიდევ ერთი თეიქდაუნის მცდელობა ჰქონდა, საბოლოო ჯამში რაუნდი უსმანმა წაიღო.
საქმე მეხუთე, გადამწყვეტ რაუნდთან მივიდა და დაიწყო ბრწყინვალე ბრძოლა. ახლო შედეგიდან გამომდინარე ორივე მებრძოლმა შეუტია, რამდენიმე მნიშვნელოვანი გაცვლაც ვიხილეთ, ერთმანეთს თავებითაც შეასკდნენ, ბოლო წუთზე კი უსმანმა მეტოქე წააქცია, გალიასთან დაიჭირა და დრო გაიყვანა.
მსაჯების შედეგები ასეთია – 50:45, 49:46, 48:47.
“ცარუკიანის დამარცხება უფრო გამიჭირდება, ვიდრე თოფურიასი” – პედი პიმბლეტი
“ჩემი მიზანია დვალიშვილი დამაჯერებლად დავამარცხო” – კორი სენდჰეგენი