Pfizer-მა $43 მლრდ-ად Seagen-ის შეძენის გარიგება დახურა

ამერიკული ფარმაცევტულმა კომპანია Pfizer-მა დახურა გარიგება, რელიც $43 მლრდ-ად კომპანია Seagen-ის ყიდვას შეეხებოდა. Seagen სპეციალიზებულია კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატების განვითარებაში.
კომპანიებმა გარიგება 2023 წლის მარტში გამოაცხადეს. Pfizer-მა ასევე განაცხადა, რომ მისმა დირექტორთა საბჭომ დაამტკიცა დივიდენდის გაზრდა 2024 წლის პირველ კვარტალში, აქციაზე 0,42 დოლარამდე.
„26 იანვრის მდგომარეობით რეესტრში მყოფ აქციონერებს დივიდენდები 1-ელ მარტს გადაეცემათ“, – ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.
2023 წლის დასაწყისიდან Pfizer-ის კაპიტალიზაცია 49%-ით შემცირდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა