Perplexity-მ საინვესტიციო რაუნდზე 9 მილიარდი დოლარის შეფასება მიიღო

ამერიკულმა სტარტაპმა Perplexity-მ, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული საძიებო სისტემის შემქმნელმა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან მეოთხე საინვესტიციო რაუნდი გამართა, რომლის დროსაც იგი 9 მილიარდ დოლარად შეფასდა.
კომპანიამ 500 მილიონი დოლარი შეაგროვა საინვესტიციო რაუნდის ფარგლებში, რომელშიც შედიოდნენ Institucional Venture Partners, Nvidia Corp., New Enterprise Associates, B Capital და T Rowe Price, წერს Financial Times ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
კალიფორნიული მიზნად ისახავს Google-ის კონკურენციას საძიებო სერვისების ინდუსტრიაში. Perplexity-ის ხელმძღვანელი არის Google-იდან წასული არავინდ შრინივასი.
კომპანია სწრაფად გაიზარდა წელს, მის სერვისზე ყოველთვიური ძიება ახლა ასობით მილიონს აჭარბებს, მთელი გასული წლის 500 მილიონიდან. მას ყოველთვიურად დაახლოებით 15 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი ტრაფიკის უმეტესი ნაწილი შეერთებულ შტატებზე მოდის.
ამ ზაფხულს კომპანიამ დახურა 250 მილიონი დოლარის ოდენობის მესამე რაუნდი, რომლის მონაწილეებს შორის იყო იაპონური SoftBank Group-ის Vision Fund 2. შემდეგ Perplexity-მ მიიღო 3 მილიარდი დოლარის შეფასება. კომპანიამ ასევე ჩაატარა საინვესტიციო რაუნდები მიმდინარე წლის იანვარსა და აპრილში. ჯერ კიდევ იანვარში ის მხოლოდ 520 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.