Pegasus Airlines-მა ხელბარგის წონა 3 კგ-მდე შეამცირა

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა ხელბარგის ტარების წესები შეცვალა. თითოეულ ტარიფს თავისი ნორმა ექნება.
ბიუჯეტური სატარიფო გეგმა Light ითვალისწინებს ბორტზე მხოლოდ ერთი პატარა ჩანთის ატანას, რომლის ზომებია 40x30x15 სმ-ია და ბარგის საერთო წონა 3 კგ-მდეა. იმ შემთხვევაში, თუ ჩანთის მოცულობა აღნიშნულ წონას აღემატება, დამატებით გადასახადის გადახდა იქნება საჭირო.
Saver, Saver plus და Comfort flex ტარიფები მოიცავს 2 ცალ ხელბარგს: ერთ პატარა ხელბარგს – Light სტანდარტებით და ერთ 55x40x20 სმ-მდე ჩანთას, რომლის წონა 8 კგ-მდეა დაშვებული. აღნიშნული საბარგო პოლიტიკა აქტიურია ავიაკომპანიის როგორც შიდა ისე საერთაშორისო ფრენებზე.
Pegasus Airlines-ის რეისებზე თვითმფრინავში 8 კგ-მდე წონის ხელბარგის და 20 კგ-მდე ბარგის ატანის მსურველებმა Essentials სატარიფო გეგმის ავიაბილეთები უნდა იყიდონ.