წამყვანმა ამერიკულმა ფინტექ კომპანია PayPal-მა შტატების სავალუტო ტრანზაქციის ზედამხედველობის ოფისს საბანკო ლიცენზიისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღების თხოვნით მიმართა.
იმ შემთხვევაში, თუ PayPal-ი თანხმობას მიიღებს და მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ ოფიციალურ ბანკად ჩამოყალიბდება, შეეძლება მომხმარებლების დეპოზიტების შენახვა, ასევე სესხების გაცემა.
PayPal-ში აცხადებენ, რომ კომერციულ ბანკად გადაქცევა PayPal-ზე სახელმწიფო ზედამხედველობას გაამკაცრებს და მათ კაპიტალთან დაკავშირებით მეტი მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ის უპირატესობები, რაც ხარჯებზე და პროდუქტების განვითარებაზე უკეთეს კონტროლს მოაქვს, ვითარებას დააბალანსებს.




