კრიპტოაქტივები უფრო ხელმისაწვდომია – რა ხდება?
იმის გათვალისწინებით, რომ კრიპტოაქტივები, იგივე კრიპტო, ბევრი ადამიანისთვის უკვე ნაცნობი სფეროა და საქართველოში დაინტერესებაც საგრძნობლად გაზრდილია, მათი ყიდვა ჩვენს გონებაში შეიძლება მაინც ბევრ წინაღობასთან იყოს დაკავშირებული. სინამდვილეში კი, კრიპტო აქტივი ასე ხელმისაწვდომი ჯერ არასდროს ყოფილა!
ქართული კრიპტო ბირჟა CRYPTAL-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვა, შენახვა და განკარგვა რეალურად ძალიან მარტივია. კრიპტალის მისიაც ესაა – კრიპტო ხელმისაწვდომობის გაზრდა და ციფრული აქტივების პოპულარიზაცია.
ამ მისიის შესასრულებლად და უფრო მეტი ხელმისაწვდომობისათვის კრიპტალი და PayBox დამეგობრდნენ! მეგობრობის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ კრიპტო აქტივებთან უფრო მარტივად, სწრაფად და დამოუკიდებლად ჰქონდეთ შეხება, თუნდაც სრულიად პირველად, იმ გზის გამოყენებით, რომელიც მათთვის ნაცნობი და კომფორტულია.
კრიპტო აქტივების სამართავად საერთოდ არ გჭირდება რთული და გაუგებარი პროცედურების გავლა, მესამე პირებისა და შუამავლების დახმარება ან ნებისმიერი ისეთი ნაბიჯი, რომელმაც შესაძლოა ზედმეტი დისკომფორტი გამოიწვიოს.
საქართველოში ყველაზე დიდი ქსელის, PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალების გამოყენებით, რომლებსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველგან შეხვდები, მარტივად შეგიძლია სასურველი და ისეთი პოპულარული კრიპტოს ყიდვა, როგორიც ბიტკოინი, ეთერიუმი, ლაითქოინი და სხვები არიან. პროცესი ზუსტად ისეთივე სიმარტივით გამოირჩევა, როგორც მობილურის ბალანსის შევსება ან კომუნალური გადასახადის გადახდა. გაითვალისწინე, ამ ეტაპზე PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს ყიდვა მხოლოდ ლარის გამოყენებით შეგიძლია.
ყიდვის შემდგომ კი, კრიპტალის პლატფორმა გეხმარება კრიპტო აქტივების მარტივად მართვაში, იქნება რომელიმე სასურველი კრიპტოს გაყიდვა, გარე მისამართზე გადარიცხვა, შენახვა თუ ნებისმიერი სხვა პროცედურა.
Cryptal-სა და PayBox-ის მეგობრობა ახალ ეტაპზე გადავიდა
პარტნიორობა პირველად 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო და მომხმარებლებს შორის დიდი პოპულარობაც მოიპოვა.
პროცესის სიმარტივიდან და სანდოობიდან გამომდინარე, უამრავი ადამიანი კმაყოფილი დარჩა კრიპტოს ყიდვის ამ პირდაპირი გზის გამოყენებით. განსაკუთრებული მოწონება იმ ფაქტმა დაიმსახურა, რომ აქტივის შეძენა აქამდე კარგად ნაცნობი გზით იყო შესაძლებელი და ინდუსტრიით დაინტერესებულ ადამიანებს პირველი ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა გაბედულად მიეცათ.
2024 წელს კი, კრიპტო სამყაროში ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციები შემოვიდა, რა დროსაც პროდუქტი სრულად განახლდა და რეგულაციებთან მოვიდა შესაბამისობაში. ახლა მომხმარებლებს ისევ აქვთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად განაგრძონ კრიპტოს ყიდვა, გაუმჯობესებული პირობებით.
რეგულაციებიდან გამომდინარე, სერვისის გამოყენება უფრო სწრაფი და უსაფრთხო გახდა, ხოლო მომხმარებლების შეფასების გათვალისწინებით, პროცესი გაცილებით გამარტივდა.
რა უპირატესობები აქვს PayBox-ის დახმარებით კრიპტოს ყიდვას?
· მარტივია – თუკი სწრაფი გადახდის ტერმინალიდან ერთხელ მაინც შეგივსია მობილურის ბალანსი, შეგიტანია თანხა შენს საბანკო ანგარიშზე ან გადაგიხდია კომუნალური გადასახადი, კრიპტოს ყიდვა არ გაგიჭირდება. PayBox-ისა და კრიპტალის დახმარებით კრიპტოს ყიდვამდე ნაცნობ და მარტივ გზას გადიხარ.
· სწრაფია – კრიპტო ინდუსტრიაში სისწრაფე მნიშვნელოვანია. PayBox-ის დახმარებით შეძენილი კრიპტო აქტივები კი, შენს საფულეში მყისიერად, ლოდინის გარეშე აისახება.
· ხელმისაწვდომია -PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებს მთელი საქართველოს მასშტაბით 1000-ზე მეტ ლოკაციაზე შეხვდები. მათი გამოყენება კი, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, 7 დღის განმავლობაში შეგიძლია.
· კომფორტულია – სწრაფი გადახდის ტერმინალების, კერძოდ კი PayBox-ის დახმარებით, კრიპტოს ყიდვა საბანკო სერვისების გარეშე შეგიძლია. არ იყენებ შუამავლებს, უბრალოდ ტერმინალში უთითებ შენს ინფორმაციას, ირჩევ სასურველ კრიპტო აქტივს და რიცხავ თანხას, სულ ეს არის – კრიპტოს ყიდვა პირდაპირ, ნაღდი ფულის გამოყენებით, შუამავლების გარეშე.
Cryptal-ის CEO ხვიჩა კოპინაძე საუბრობს პარტნიორობის უპირატესობაზე:
“მიუხედავად გაზრდილი პოპულარობისა, ბაზარზე კვლავაც შესამჩნევია განსხვავება ტრადიციულ საფინანსო და კრიპტო სამყაროებს შორის.
სწორედ ამის გათვალისწინებით, კრიპტალი აგრძელებს საკუთარ მისიას – კრიპტო აქტივები გახადოს უფრო პოპულარული და ხელმისაწვდომი ყოველდღიურ ცხოვრებაში. მომხმარებლებს შეეძლოთ კრიპტოში პირველი ნაბიჯების გადადგმა და სამომხმარებლო გამოცდილების მარტივად მიღება.
ზუსტად ამას ემსახურება კრიპტალისა და PayBox-ის პარტნიორობაც, რომლის დახმარებითაც ორი სამყარო მარტივად კავშირდება ერთმანეთთან – კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულის დახმარებით შეგიძლია.
აქამდე კრიპტოს შეძენის ტრადიციული გზა კრიპტო საფულის შევსებით, შემდეგ ამ თანხის კრიპტოში გადაცვლითა და ბოლოს მისი ისევ საფულეში გატანით გამოიხატებოდა. პარტნიორობის ფარგლებში ეს ნაბიჯები ერთ მარტივ პროცედურამდე დავიდა, რა დროსაც მომხმარებელი თანხას ტერმინალში აცურებს, სანაცვლოდ კი კრიპტოს რამოდენიმე კლიკითა და ერთი ეტაპის გავლით იღებს.
სწრაფი გადახდის ტერმინალით კრიპტო ისევე მარტივად შეგიძლია იყიდო, როგორც აქამდე ახორციელებდი სხვა ყოველდღიურ პროცედურებს, იქნება ეს კომუნალური გადასახადების გადახდა თუ სხვა.“
როგორ შეიძლება კრიპტოს ყიდვა PayBox-ის დახმარებით?
მას შემდგომ, რაც PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალს იპოვი შენთვის კომფორტული 500-ზე მეტი ლოკაციიდან შეგიძლია სასურველი და ისეთი პოპულარული კრიპტო აქტივები იყიდო, როგორიც ბიტკოინი (BTC), ეთერიუმი (ETH), ლაითქოინი (LTC) და USDT (BEP-20 და TRC-20 ქსელები) არის.
კრიპტოს ყიდვის დეტალური ინსტრუქცია ლინკზე შეგიძლია ნახო. კრიპტოს ყიდვა ნაღდი ფულით ასეთი მარტივი ჯერ არ ყოფილა – Cryptal-ის და PayBox-ის მეგობრობა გრძელდება!
კრიპტო აქტივების პოპულარობა სულ უფრო იზრდება. ადამიანები მათ სხვადასხვა მიზნით მოიხმარენ, იქნება ეს ყოველდღიური კრიპტო ტრანზაქციები თუ საინვესტიციო პოტენციალი.
საქართველოში კი, პოპულარობის ზრდასთან ერთად, კრიპტოზე წვდომა უფრო მარტივი ხდება. Cryptal-სა და PayBox-ის მეგობრობის წყალობით, სასურველი და მოთხოვნადი აქტივების მარტივად და სწრაფად ყიდვა შეგიძლია ნაღდი ფულის გამოყენებით.
მოკლედ, თუ კრიპტოს შეძენა შუამავლების გარეშე, მყისიერად და კომფორტულად გინდა, შენთვის ნაცნობი გზის გამოყენებით, მაშინ ამაში PayBox-ის სწრაფი გადახდის 500-ზე მეტი ტერმინალი დაგეხმარება.
მათი წყალობით კრიპტოს ფლობამდე ზუსტად იმ გზას გადიხარ, რასაც მობილური ბალანსის შევსებისას ან სხვა მსგავსი პროცედურის გავლისას.
R