Park Resort Tskaltubo-ს ბალნეო ცენტრში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია – საგანგებო სამსახური

წყალტუბოში, სასტუმრო Park Resort Tskaltubo-ს ბალნეო ცენტრში სასხვენო გადახურვაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებული – ამის შესახებ BM.GE-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
მათი ცნობით, ადგილზე სამაშველო ჯგუფები ოპერატიულად გამოცხადდნენ და ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბალნეო ცენტრში ხანძრის გაჩენის ფაქტი Park Resort Tskaltubo-ს მფლობელმა, ბიზნესმენმა დავით კაკაბაძემაც დაგვიდასტურა, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.