Paramount-მა Warner Bros.-ის შესაძენად ახალი, $108.4 მილიარდიანი წინადადება წარადგინა

Paramount-მა Warner Bros.-ის სტრიმინგ სერვისებსა და სტუდიური აქტივების შესაძენად ახალი წინადადება წარადგინა. 108.4 მილიარდ დოლარიანი შეთავაზებით Paramount ცდილობს აჯობოს Netflix-ს შექმნას მედია გიგანტი, რომელიც კონკურენციას გაუწევს დომინანტ სტრიმინგ პლატფორმას.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ Netdlix-მა Paramount-სა და Comcast-თან რამდენიმე კვირიანი სავაჭრო ომის შემდეგ, Warner Bros.-თან შეთანხმებას მიაღწია და პლატფორმას 83 მილიარდ დოლარად შეიძენდა, თუმცა, Paramount-ის ახალი წინადადება იმას ნიშნავს, რომ ისტორიული კინოსტუდიისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.