PACE-ს დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა

PACE-ს დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა
მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ეხლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც – ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში – წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
მისივე შეფასებით, 2024 წლის ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ეხლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.
„მუნიციპალური არჩევნების წინ ევროკავშირმა აქაურ რადიკალურ ოპოზიციას მორიგი მაშველი რგოლი შეაშველა, და სამიზნედ თავად ამოიღო.
თუმცა, თავადვე ჩავარდნენ დიდ აბსურდში.
მაშინ როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დეპუტატი, რომელიც თავად აკვირდებოდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აცხადებს, რომ ვერ აღმოაჩინეს მასშტაბური გაყალბების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც არჩევნების შედეგების გაუქმებას გამოიწვევდა, PACE (უფრო სწორად მისი ერთი პატარა ჯგუფი) ჯიუტად ამტკიცებს საპირისპიროს და ეხლა ცდილობს მუნიციპალური არჩევნების დისკრედიტაციას, გასაგებია რა მიზნითაც – ბრალი დასდონ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში.
ამ ხაზში ჯდება მდიდარი ენჯეოების მიერ შეთქმულებივით, არჩევნებზე დაკვირვებაზე დემონსტრაციული უარი. რომ მერე “გაყალბებაზე” აყვირდნენ. მოკლედ, დღესავით ნათელია ყველაფერი
ის რომ 2024 წლის არჩევნები ცესკოს კარგი ადმინისტრირებით ჩატარდა, რამაც დარღვევების მინიმიზაცია მოახდინა, აღიარა ყველა წესიერმა დამკვირვებელმა. იგივე პრაქტიკა იქნება ეხლაც, მიღებული გამოცდილების გათვალისწინებით.
ადრე თუ გვიან, PACE-ს მოუწევს საქართველოსთან მიმართებაში ამჟამინდელი მანკიერი პოზიციების შეცვლა.
Ps. პირველივე კომენტარში ნახავთ, რომ PACE -ს ანტიქართული რეზოლუციის მიღება პრაქტიკულად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობდა და PACE-ს 612 წევრიდან მას მხარი მხოლოდ 61-მა დაუჭირა.“ – წერს ანჯაფარიძე.
Previous: კახა კალაძის მიმართვა თბილისელებს

ასევე დაგაინტერესებთ

პირველ ლედის, ქართულ ენაზეც რომ წაეკითხა სიტყვა, ზუსტად იგივე მღელვარება ექნებოდა და ეს მოსდით ადამიანებს, ვისაც ზედმეტად მეტი პასუხისმგებლობა აქვთ იმ აუდიტორიასთან, რომლის წინაშეც გამოდიან

ილია მეორის სიბრძნე, სიმტკიცე და შეუდრეკელი მსახურება გახდა ის ძალა, რომელმაც გააძლიერა ეკლესია, გააერთიანა საზოგადოება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალიის საერთაშორისო აღიარებაში – ირაკლი ჩიქოვანი

სააკაშვილის დღევანდელი განცხადება, თითქოს პატრიარქს ბიძინა ივანიშვილმა გადადგომა შესთავაზა – ფანტაზიის ნაყოფია. მათი მიზანი პატრიარქსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობის დაძაბვა იყო, ახლა კი ცდილობენ ივანიშვილის რეპუტაცია შებღალონ