ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაცია თბილისში ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში ისინი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „კოალიცია ცვლილებისთვის” წევრებს ხვდებიან, შემდეგ კი სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდებიან.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დღეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მედია ექსპერტებს შეხვდა.




