ფოტო: NASA
9
წაკითხვა
ფრენის ფანჯარა სულ მალე გაიხსნება!
Orion-ის სახელით ცნობილი მოდული, ესაა საეკიპაჟო კაფსული, რომლითაც ასტრონავტები მთვარის გარშემო იმოგზაურებენ.
ცნობისთვის, ეს ფორმით Apollo-ს მსგავსი აპარატია, თუმცა გაუმჯობესებულია და მას სიდიდითაც აღემატება. Orion-ის სიმაღლე 15 მეტრია, ხოლო დიამეტრი 5.2 მეტრს უტოლდება. იგი ოთხკაციან ეკიპაჟზეა გათვლილი, კოსმოსში მაქსიმუმ 21 დღის გასატარებლადაა გამოსადეგი და 7770 კილოგრამს იწონის.
შეგახსენებთ, რომ მისია Artemis 2-ის ეკიპაჟის ფრენის ფანჯარა თბილისის დროით 2 აპრილის 02:24-ზე იხსნება და 2 საათის განმავლობაში იქნება აქტიური.
მისია Artemis 2 ეკიპაჟიან ფრენას მოიცავს, რომელიც ფლორიდაში მდებარე კენედის კოსმოსური ცენტრიდან განხორციელდება. ადგილზე მშვენიერი ამინდია, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ გაშვება არ გადაიდება.
მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში აპარატი დედამიწის გარშემო თავის სამიზნე ორბიტამდე მიაღწევს. ეს ტრაექტორია სპეციალურადაა ისე შერჩეული, რომ რაიმეს არასწორად წარმართვის შემთხვევაში ასტრონავტები უკან მარტივად დაბრუნდნენ. თუ ასე არ მოხდა (და, იმედია, არ მოხდება), ეკიპაჟი იქ მომდევნო დღემდე დაყოვნდება.
პირველ და მეორე დღეს ასტრონავტები სხვადასხვა კომპონენტის შემოწმებაში გაატარებენ, მათ შორის ისინი ხელით მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს გამოცდიან. როგორც კი ყველაფრის გამართულად ფუნქციონირება დადასტურება, რაკეტის მეორე საფეხური ძრავებს კიდევ ერთხელ აამუშავებს და Orion-ს მთვარის მიმართულებით გაგზავნის, თავად კი მას ჩამოცილება.
თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და უყურე თემატურ ვიდეოებს.
კომენტარები
კვირის ტოპ-5
გამოქვაბულებში ჩხრიალა გველის ულამაზესი სახეობა აღმოაჩინეს16686 ნახვა
ასტრონავტმა კოსმოსში მეტყველების უნარი დროებით დაკარგა — მიზეზი ახლაც უცნობია2797 ნახვა
წყალს მეხსიერება მართლა აქვს? — რას გვეუბნება მეცნიერება2309 ნახვა
როგორ ეცემა იუპიტერს მეხი და რამდენად ძლიერია?1929 ნახვა
მეცნიერმა თავისი მეგობრის გაყინული ტვინი გაალღო — სანახევრო ტრიუმფი?1772 ნახვა
გირჩევთ
მეცნიერება
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
ტესტი: გახსოვს თუ არა, როგორ მივაღწიეთ პირველად მთვარემდე?
გადახედვა
მეცნიერება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
Artemis 2-ის ასტრონავტები კაფსულში არიან — ფრენის ფანჯარა 2 საათში გაიხსნება
ხელოვნური ინტელექტი
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
როგორ შეიცვალა ხელოვნური ინტელექტის მოდელები — მარტის 3 მთავარი სიახლე
გადახედვა
კოსმოსი
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
6 რეკორდი, რომლებსაც Artemis 2-ის ასტრონავტები მთვარის მისიის დროს დაამყარებენ
გადახედვა
ისტორია
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ეგვიპტეში იდუმალი სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
დედამიწა
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
ნახეთ: ჩინეთში მსოფლიოში უგრძესი ესკალატორი გახსნეს
გადახედვა
ადამიანი
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
იხილეთ ახალი ოპტიკური ილუზია — რამდენი წერტილია სურათზე?
გადახედვა
კოსმოსი
NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები
NASA-ს ისტორიულ მთვარის მისიამდე რამდენიმე დღე რჩება — როდის გაფრინდებიან ასტრონავტები
Next საქართველო
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
თბილისი ციფრული დიზაინის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს — რა ვიცით Touch RGB-ზე
გადახედვა
მეცნიერება
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის
როგორი იყო დედობა ჰომო ერექტუსებისთვის