2024 წლის შემოდგომიდან საქართველოში ERP ს – საწარმოთა მართვის სისტემების ბაზარზე ახალი ეტაპი იწყება. პირველად საქართველოში, ქართულ კომპანიებს შესაძლებლობა ეძლევათ გამოიყენონ Oracle NetSuite ERP, სრულად ღრუბლოვან True Cloud ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ERP სისტემა, რომლის ხელმისაწვდომობა ფინანსურო მომსახურბის კომპანია – iCFO-ს საშუალებით გახდა შესაძლებელი.
Oracle NetSuite ERP არის საწარმოთა მართვის ინოვაციური გადაწყვეტილება, რომელიც აქამდე მხოლოდ საერთაშორისო მსხვილი კომპანიენისთვის იყო ხელმისაწვდომი.
დღეს, iCFO ხელმისაწვდომს ხდის Oracle NetSuite ERP ს გამოყენებას – საშუალო და მსხვილი, ზრდაზე ორიენტირებული კომპანიებისთვის.
iCFO არის Oracle NetSuite ERP-ის ოფიციალური პარტნიორი – საქართველოში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. როგორც ქართული საკონსულტაციო კომპანია,
iCFO ორიენტირებულია ბიზნესის საოპერაციო და ფინანსური მართვის ეფექტურობაზე საწარმოთა ბიზნეს პროცესების გაციფრულების გზით, შესაბამისად უზრუნველყოფს
Oracle NetSuite ERP-ის კომპანიების საჭიროებებზე მორგებულ დანერგვის პროცესს.
iCFO-ს მმართველი პარტნიორი – ალექსანდრე მჭედლიშვილია რომელსაც კომპანიების საოპერაციო, ფინანსური ეფექტურობის მართვის და ERP ის – საწარმოთა მართვის სისტემების დანერგვის 20 წელზე მეტი გამოცდულება გააჩნია.
რატომ Oracle NetSuite ERP?
